ავტორი:

"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით

"აქლემის ჩლიქები" ფეხებზე - სარა ჯესიკა პარკერი, რიანა, ანუკი არეშიძე და სხვა ცნობილები უცნაური ფეხსაცმლით

ცნობილი ფრანგული მოდის სახლის Maison Margiela-ს უჩვეულო სტილის ფეხსაცმელი Tabi (ტაბი), ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია.

ფეხსაცმელი, რომელიც აქლემის ჩლიქის ასოციაციას იწვევს, იაპონური კულტურის ნაწილია. ტაბის პირველი სილუეტი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერის მარტინ მეისონ მარჯიელას ჩვენებაზე პირველად 1989 წელს გამოჩნდა და თანდათან დაიმკვიდრა ადგილი მოდის ინდუსტრიაში.

როგორც გამოცემა VOGUE წერს, 1984 წელს მარტინ მარჯიელა ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში შევიდა და მეპატრონეს სრულიად განსხვავებული ფეხსაცმელი, იაპონური კულტურის გავლენით შეკერილი ტაბი დაუტოვა. როგორც აღმოჩნდა მყიდველს მოეწონა ტაბი და მალე ყველა მოდელი გაიყიდა.

მარტინ მარჯიელა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურდა შეექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც სტანდარტული ბრიტანული მასკულინური სტილის ფერსაცმლის დიზაინისგან განსხვავებული იქნებოდა. 1989 წელს მარჯიელამ პირველ ჩვენებაზე ტაბის ძირებზე წითელი საღებავი წაუსვა - პოდიუმზე მოდელები წითელ კვალს ტოვებდნენ, რაც მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხის ანაბეჭდადაა შესული.

პოპ-ვარსკვლავი რიანა
მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი

"მინდოდა შემექმნა "უხილავი“ ფერსაცმელი, რომელიც შიშველი ფეხის ილუზია იქნებოდა. მინდოდა შემექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იქნებოდა ყველაზე განსხვავებული მოდის სამყაროში და თან იქნებოდა კომფორტული" - განაცხადა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას მარტინ მარჯიელამ.

ამ სტილის ფეხსაცმელი იაპონიაში 1900-იანებში იყო პოპულარული, ტაბი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში ისეთივე აუცილებელი ფეხსაცმელი იყო, როგორც კიმონო. ტაბი თავდაპირველად წინდა იყო, მას ცერა თითი ჰქონდა გამოყოფილი, რათა სანდალში წინდა უფრო მარტივად ჩაეცვათ.

Maison Margiela-ს ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირადღირებულია - მისი ფასები 400-დან 900 ევრომდე მერყეობს, ფერისა და მოდელის მიხედვით.

ტაბი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ მოდის მიმდევრებში, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავებში. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვარდისფერი ტაბი აცვია. Maison Margiela-ს ცნობილი ფეხსაცმელით იწონებს თავს ულამაზესი ქართველი მოდელ რუსა ჩაჩუაც.

რაც შეეხება ჰოლივუდის ვარსკვავებს. ყველასთვის ცნობილია, რომ მომღერალი რიანა ავანგარდული სტილის და განსხვავებული დიზაინის სამოსის მოყვარულია. სწორედ ის არის ტაბის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი. პაპარაცების ობიექტივში „აქლემის ჩლიქებიანი“ ფეხსაცმლით მოხვდა ცნობილი მსახიობი და "ფეშიონისტა" სარა ჯესიკა პარკერიც.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

ლეგენდარული მსახიობი, პირველი "ჯეიმს ბონდი", შონ კონერი გარდაიცვალა