ავტორი:

გრიპის ვირუსის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება

გრიპის ვირუსის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება. როგორც მინისტრმა კლინიკების დირექტორებთან შეხვედაზე განაცხადა, თანადაფინანსების ნაწილსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახდელი იყო, სახელმწიფო დააფინანსებს.

„იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება. მისი თქმით, მოსახლეობაში ვაქცინაციის ჩატარების მიმართულებით მოტივაცია გაზრდილია.

„გეგმურად, ანუ ოქტომბერ-ნოემბერში ჩვენ ვატარებთ რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციას, მაგრამ შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ათვისება ხდებოდა. ახლა რეალურად, მოსახლეობაში გაიზარდა მოტივაცია. ჩვენ ერთი მხრივ, მივესალმებით ერთ-ერთი კერძო კომპანიის მხრიდან უფასო ვაქცინაციის აქციას და ვაკეთებთ შეკვეთას, რომ შემოვიტანოთ დამატებთი რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნა", - განაცხადა დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი