ავტორი:

"ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - რას ყვება მეუღლე ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ 2 თვე კომაში იყო

"ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - რას ყვება მეუღლე ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ 2 თვე კომაში იყო

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ცხოვრება მეორე შვილზე ორსულობამ ტრაგიკულად შეცვალა. 2018 წლის მაისში ექიმთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს გარე ორსულობა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია დაინიშნა.

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინგა ბალანჩივაძე ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მერვე თვეა რეაბილიტაციას გადის. გადატანილი ოპერაციების და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ინგას მეუღლე, გაგა ბალანჩივაძე ესაუბრა. თავად ახალგაზრდა დედას, სხვა სირთულეებთან ერთად ამ დრომდე მეტყველების პრობლემაც აქვს.

"ვიფიქრეთ, რომ ფეხმძიმედ იყო და კონსულტაციაზე წავედით ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში. ჩავატარეთ ანალიზები, აღმოჩნდა საშვილოსნოს გარე ორსულობა, რომლის შეწყვეტის ოპერაცია საღამოს ცხრა საათზე დაინიშნა. კლინიკაში ექიმები დავით ჟორჟოლიანი და ჯანინა აბულაძე დაგვხვდნენ. ხანმოკლე ოპერაციაა და რომ დააგვიანდა ერთი საათი, მოვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს რომ ყველაფერი კარგად იყო და ოპერაცია გაგრძელდა. მეორედ რომ მოვიკითხე, დაცვამ ზემოთ არ ამიშვა. აღმოჩნდა, რომ მიმალავდნენ ოპერაციის შემდგომ გართულებებს.

ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ძალით ავედი საოპერაციოში. მეანგინეკოლოგმა თქვა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ნარკოზიდან ვერ გამოჰყავდათ. რეალურად, ამ დაგვიანებამ შეგვიქმნა პრობლემები, რადგან დამალეს, თავად არ ჰქონდათ რეანიმაციული განყოფილება, არ ჩაუტარდა სწორი მკურნალობა და არც გადაიყვანეს. რომ არ დაემალათ, ამხელა გართულება არ მოყვებოდა. გამოვიძახეთ მეგობარი ანესთეზიოლოგი, რომელმაც გვითხრა, რომ აუცილებელი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. დაახლოებით ღამის ორ საათზე გადავიყვანეთ დიაგნოსტიკურში, სადაც გვითხრეს, რომ თითქმის მკვდარი შევიდა ინგა.

ჩემი მეუღლე უმძიმესი დაზიანებით იყო - აღენიშნებოდა თავის ტვინის ჰიპოქსია, კეფის ნაწილში იყო ტვინი დაზიანებული, განვითარდა თრომბოლიზი და შეიქმნა გულის პრობლემა. სამი დღე ვიყავით კლინიკაში. გვითხრეს, რომ ორშაბათ დილას გამოაღვიძებდნენ და კარგად იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ პრობლემას პრობლემა დაემატა. წავიდა შეშუპება და აუცილებელი იყო თავის გახვრეტა და „დაჩიკის“ ჩასმა. როდესაც ვკითხე, თუ რა მოხდებოდა წნევის აწევის დროს, გვითხრეს, მოხდიდდნენ თავს და დაელოდებოდნენ წნევის დაწევას. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა თბილისში. ამაზე უარს ამბობდნენ, რეკავდნენ კლინიკებში და აიძულებდნენ უარი ეთქვათ მიღებაზე, ვიდრე ახლობლები არ ჩავრიეთ, არ დაგვთანხმდნენ.

შეიძლება მოხდეს შეცდომა უცოდინარობით და უყურადღებობით, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული ისა, რომ მეუღლეს არ შემატყობინეს ამის შესახებ" - უთხრა AMBEBI.GE-ს გაგა ბალანჩივაძემ.

თბილისში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინგა ბალანჩივაძეს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი დაახლოებით თვენახევარი მართვით სუნთქვაზე იყო. ექიმმა ოჯახს ურჩია პაციენტი სახლში გადაეყვანათ, რადგან მისთვის ოჯახური გარემო გაცილებით უკეთ იმოქმედებდა. ოჯახმა სახლში პატარა რეანიმაციული ბლოკი მოაწყო. აიყვანეს ექთნები, ინგა ნელ-ნელა გონებრივად აქტიური გახდა. თვალის გახელისას მხედველობა არ ჰქონდა, საუბარი ესმოდა და მინიშნებებით ეკონტაქტებოდა ოჯახს. მას ახლაც აქვს მხედველობის პრობლემა, რისთვისაც მომავალში ოპერაცია გაუკეთდება. ორთვიანმა კომამ სხვა პრობლემებიც გამოიწვია, ამდენი უმოძრაობით სხეული დაეჭიმა, რამაც გამოიწვია ფეხებზე მყესების დამოკლება და მენჯებში სახსრების ჩაკეტვა.

"დაახლოებით სამი თვე დაგვყავდა რეაბილიტოლოგები და მასაჟისტები, მაგრამ არ ეშველა. წავედით თურქეთში, თუმცა ტომოგრაფიაში ფეხების გამო ვერ შევიდა და ანკარაში უარი გვითხრეს ოპერაციაზე. ანკარიდან წავედით მალათიაში, გაკეთდა რთული ოპერაცია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რეაბილიტაციაზე. გავდივართ პროცესს, მაგრამ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი, გარანტიას არავინ გვაძლევს...

მეტყველებაც რთულადაა, თუმცა გვაგებინებს. სუნთქვის პრობლემა აქვს და საუბრის დროს სუნთქვას ვერ ანაწილებს. თვითონ ემოციურად ცუდადაა, ძალიან უჭირს გაძლება. მერვე თვეა, რაც ასე ვართ. მასაჟით რამხელა ტკივილს ვაყენებთ ვერც წამოიდგენთ, მაგრამ სხვა გზა არაა. ბოლო მასაჟის დროს ძალიან გაუჭირდა, მთელი ღამე დამამშვიდებელს ვასმევდით... ამბობს ხოლმე „აღარ შემიძლია, დავიღალე, სიკვდილი მირჩევნია“. ოპერაციის შემდეგ წამოდგომაც სცადა, დამოუკიდებლად უჭირს და შეიძლება რამდენიმე წუთით გაჩერდეს, თუმცა შედეგი მართლაცაა", - გვიყვება გაგა ბალანჩივაძე.

კომიდან გამოსულ ინგა ბალანჩივაძეს მეხსიერების პრობლემებიც აქვს. როგორც მის მეუღლე გვიამბობს, ქალს არ ახსოვს რა მოხდა, ოპერაციაზე შესვლის დროც ვერ გაიხსენა. ოჯახი ცდილობს, მასთან ამ თემაზე არ ისაუბროს და მხოლოდ მის კითხვებს პასუხობენ. ინგას და გაგა 5 წლის ბიჭი ყავთ, რომელიც დედის მდგომარეობას განსაკუთრებულად განიცდის. დედის ტკივილს რომ არ უყუროს, ამიტომ ის ქუთაისში მამიდებთან არის, პერიოდულად ჩაყავთ დედასთან თბილისში.

"როცა დედა ტირის პირველი ის გარბის რომ დაამშვიდოს. ეუბნება - "ნუ გეშინია დედა, მე შენთან ვარ". თითქმის ყველა მედიკამენტი იცის, რასაც დედა სვამს" - ამბობს გაგა ბალანჩივაძე.

ოჯახმა მკურნალობის თანხები მეგობრების და ახლობლების დახმარებით შეაგროვა. ჯანდაცვის სამინისტროს ორჯერ მიმართეს დაფინანსებაზე, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღეს.

ხონელიძის კლინიკაში მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გაგა ბალანჩივაძის განცხადებით, ახლა არჩევანი აქვს - ან მეუღლეს მიხედოს, ან სიმართლის დასადგენად იბრძოლოს. ამბობს, რომ ამ ჯერზე არჩევანს მეუღლის ჯანმრთელობის სასარგებლოდ აკეთებს, თუმცა დასძენს, რომ არცერთი წუთი, როცა მის მეუღლეს ამხელა ტკივილი მიაყენეს, არ დარჩება დაუსჯელი.

"ჩვენთანაც ცვლილება შევა "ფაიზერის" შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება" - ამირან გამყრელიძე

"ზაფხულის განმავლობაში 4 ვაქცინით გვექნება აცრა... "სინოფარმზე" რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება" - ამირან გამყრელიძე

მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა - რა გახდა ნინო წილოსანის ოჯახური იდილიის დაშლის მიზეზი?