ავტორი:

5 აქტივობა, რომელიც ბავშვისთვის არდადეგებს საინტერესოსა და ნაყოფიერს გახდის

5 აქტივობა, რომელიც ბავშვისთვის არდადეგებს საინტერესოსა და ნაყოფიერს გახდის

არდადეგები ბავშვებისთვის საყვარელი პერიოდია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით მშობლებზე, რადგან მათ აღარ იციან, რითი გაართონ და დააინტერესონ პატარები ამ დროის განმავლობაში. ამჯერად კი მშობლები განსაკუთრებული თავსატეხის წინაშე დგანან, რადგან მწვავე ვირუსული პერიოდის გამო გახანგრძლივდა არდადეგები. მეორე მხრივ კი, ამავე მიზეზის გამო ბავშვების ხალხმრავალ ადგილებში წაყვანას ერიდებიან.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომელიც არდადეგების უფრო მხიარულად გადატარებაში დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს პატარასაც.

გახდით მეცნიერები

მეცნიერება ბავშვებს ძალიან ახალისებს, თან ამით ბევრ ისეთ რამესაც სწავლობენ, რაც სამომავლოდ ცხოვრებაში გამოადგებათ. მათთან ერთად ჩაატარეთ სახალისო ექსპერიმენტები. მიეცით ნება, ერთმანეთში აურიონ ძმარი და სოდა. მიღებული შედეგი ნამდვილად დააინტერესებს. დაიჭირეთ ობობები და მათ კიდურებს დააკვირდით, საინტერესოა მათი სიარულის მანერაც. მოაგროვეთ ქვები და ერთმანეთს შეადარეთ ფორმის, სტრუქტურის მიხედვით. შეგიძლიათ მანქანები ან სხვა მრავალდეტალიანი სათამაშოები უმცირეს დეტალებამდე დაშალოთ და მათ სტრუქტურას დააკვირდეთ. უამრავი საბავშვო აქტივობა სწორედ მეცნიერების საწყისი ფესვებია.

აკეთეთ ხელსაქმე

ბავშვს გააცანოთ ხელსაქმე და მიეცით თავისუფლება, რომ აკეთოს ის, რასაც ფანტაზია უკარნახებს. ხელსაქმე დროის ნაყოფიერად გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ხლესაქმესთან პირველივე შეხების შემდეგ მიხვდებით, რომ ბავშვებს კრაფტი ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით ერთვებიან მასში ისე, რომ ვერც აცნობიერებენ თუ რამდენახალ შესაძლებლობასა და უნარ-ჩვევას იძენენ ამ დროს.

ბავშვის მიერ საკუთარი ხელით რაიმეს შექმნა არამარტო ფანტაზიას ავითარებს, არამედ ბევრი სხვა საჭირო თვისებისა და უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარება მას. ამიტომაც აღიარეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად. სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას.

არდადეგები კი საუკეთესო პერიოდია, რომ ბავშვმა ხელსაქმე აკეთოს და დრო ნაყოფიერად გაატაროს. აქვე გირჩევთ, რომ კრაფტის ფართო არჩევანს "ბიბლუსი გალერეაში" შეიძენთ, სადაც კრაფტის კონსულტანტები თქვენი ბავშვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ნივთების შერჩევაში დაგეხმარებიან. წაიკითხეთ ვრცლად

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის