ავტორი:

"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი

"ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა..." - როგორ გახდა ბალეტის პედაგოგი ჟურნალისტი

ალბათ იშვიათია და ცოტა უცნაურიც, როცა პროფესიაში შემდგარი, წარმატებული ადამიანი მოულოდნელად და პარალელურად სხვა პროფესიის დაუფლებას იწყებს. ერთ მშვენიერ დღეს ბალეტის პედაგოგმა, ნინო მახათაძემ ჟურნალისტიკის სწავლა გადაწყვიტა, რისთვისაც "პალიტრა მედიის" პრაქტიკულ აკადემიას მიაკითხა და დღეს ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

"ვსწავლობდი საბალეტო სკოლაში, მაშინ ბალეტი მოდაში არ იყო და ოჯახის წევრები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ამ ინტერესს. ბალერინობა მინდოდა, მაგრამ ეს ოცნება ჩამეფუშა მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიული განყოფილება იქ იმ წელს გაიხსნა. სტუდენტობასთან ერთად, მუშაობა შემომთავაზეს. 17 წლის ვიყავი, ლექციების კითხვა რომ დავიწყე, რადგანაც ქორეოგრაფიულის დიპლომი მქონდა. ლექტორობამ ცოტათი დამავიწყა ოდესმე თუ მოცეკვავეობა მინდოდა.

მერე ისე გამოვიდა, რომ 15 წელი თეატრალურ უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში ვმუშაობდი. პარალელურად სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლი, წრე მოვიარე, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. თეატრალურ უნივერსიტეტში სასცენო მოძრაობის მიმართულებით ასპირანტურაც დავამთავრე. 12 წლის წინ კი მომინდა, რაღაც დამოუკიდებლად მეკეთებინა და საკუთარი საბალეტო სტუდია გავხსენი. ეს იყო ყველაზე დიდი ნაბიჯი.

ჩემი საქმე ძალიან მომწონს, ბევრი რამის საშუალებას იძლევა, მათ შორის, ექსპერიმენტების ჩატარებისასაც. მიყვარს ქორეოგრაფობა და მას თავს ვერ დავანებებ," - გვეუბნება ნინო, რომელიც საინტერესო და საყვარელი საქმის პარალელურად, კიდევ ერთ საინტერესო პროფესიას დაეუფლა.

როგორც ამბობს, 2 წლის განმავლობაში დამატებით სამსახურს ეძებდა, რადგანაც განსხვავებულ სფეროში უნდოდა პარალელურად მუშაობა, რაც მისგან ყველას უკვირდა. მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ჟურნალიტიკის მიმართულებით არასდროს უფიქრია. ბოლოს "პალიტრა მედიის" მიერ გამოცხადებულ კონკურსს გამოეხმაურა და ბედი სცადა...

"სკეპტიკურად კი მივუდექი, ამდენი ჟურნალისტია და მე ვის დავჭირდები, მაგრამ მოდი, ვცდი-მეთქი. გამიკვირდა, რომ გამიმართლა. სწავლა რომ დავიწყე, კი მეშინოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი შესაძლებელია! ახლა დრო კიდევ მჭირდება, რომ უფრო ახალ პროფესიაში თამამად ვიგრძნო თავი.

- თქვენმა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათი პედაგოგი ჟურნალისტი გახდა?

- თავიდან არ ვამბობდი, არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა, ახლა ბავშვებიც მჭირდებოდა გადაცემისთვის და დახმარებისთვის მათ მივმართე.

- როგორია მუშაობის პროცესი "პალიტრანიუსზე"?

- აქამდე გადაცემის აწყობისთვის მეგონა, 15 ადამიანი იყო საჭირო, ახლა მარტოც ვუმკლავდები ყველაფერს. დღეს უკვე ჟურნალისტიკა ჩემთვის არის პროგრესი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება და რაღაც ახლის შექმნის სურვილი.

მონტაჟი დასაწყისში ჩემთვის ჩინურივით იყო, მაგრამ ეს სირთულეც დავძლიე, დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია. ამის შემდეგ თავდაჯერებულობამ მოიმატა. ერთი თვეც არ იყო გასული, როცა "პალიტრანიუსზე" საბავშვო გადაცემა "პატარა ექსპერტები" დავიწყეთ. ბავშვები ალბათ იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, არ მიჭირს. პატარებისთვის ინფორმაციის მიწოდება ერთია, მაგრამ მათგან ინფორმაციის მიღება - მეორე.

ასე რომ, "პალიტრამედიის" პრაქტიკული აკადემია, ეს არის აკადემია ახალი გამოწვევებისთვის და საკუთარ თავში ახალი რესურსის აღმოსაჩენად. ასეთი შანსი ყოველთვის არ გეძლევა.

პრაქტიკულ აკადემიაში მეორე ნაკადის რეგისტრაცია უკვე დაიწყო! გაიგე მეტი პროექტის შესახებ და შეავსე განაცხადი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი