ავტორი:

დავით სერგეენკო - აფეთქების შედეგად 7 ბავშვია დაშავებული

დავით სერგეენკო - აფეთქების შედეგად 7 ბავშვია დაშავებული

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "იმედის" კლინიკაში იმ ბავშვის მოსანახულებლად მიდის, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში ბუნებრვი აირის აფეთქების შედეგად დაშავდა. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულთა რაოდენობა შვიდია, მათგან იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია ექვსი ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეშვიდე დაშავებული მოზარდი კი სწორედ "იმედის" კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. იაშვილის კლინიკაში არის ექვსი ბავშვი. საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქია, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია. ექვსივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაშია, ახლა მივდივარ მის სანახავად.

დაშავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან სამედიცინო დაწესებულებას პირველი წუთების მერე მიმართავენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი