ავტორი:

დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა

დედოფლის ქმარი საზარელ ავარიაში მოჰყვა - 97 წლის პრინცი მანქანას თავად მართავდა

ბრიტანეთის დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა, თუმცა CNN-ის ცნობით, უვნებლად გადარჩა. 97 წლის პრინცის „ლენდ როვერი“ ინციდენტის დროს ამობრუნდა, ის ავტომობილს თავად მართავდა.

შემთხვევა დედოფლის სანდრინგემის სასახლესთან ახლოს მოხდა, ფოტოებზე ჩანს ამობრუნებული მანქანა, რომლის წინა მარცხენა კარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ბრიტანეთში ავტომობილებს საჭე მარჯვნივ აქვს.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეორე მძღოლს და ქალს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდნენ, სხეულის დაზიანებები აქვთ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება თავად ფილიპს, ედინბურგის ჰერცოგი ექიმმა სანდრინგემში მოინახულა.

ავარიის ამსახველი ფოტოები ტაბლოიდებმა ბრიტანეთში გუშინ გაავრცელეს, მათ შორის - „დეილი მეილმა“ და „სანმა“. „დეილი ტელეგრაფი“ კი აღნიშნავს, რომ პრინცი „სასწაულით გადარჩა“.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მეორე მანქანაში, რომელიც ინციდენტში აღმოჩნდა ჩართული, 10 თვის ბავშვიც იჯდა, რომელიც, საბედნიეროდ, არ დაზარალებულა.

ინციდენტის შემდეგ აქტიურად საუბრობენ ფილიპის ასაკზე - სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 98 წლის პრინცს მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს.

დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები ვალდებულები არიან, მართვის მოწმობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ. მართალია, დედოფალს მართვის მოწმობა არ სჭირდება, თუმცა პრინცი ფილიპისთვის ის სავალდებულოა. CNN-ის ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგს მოწმობა აქვს და კანონის სრული დაცვით, პერიოდულად ანახლებს.

ფილიპი საზოგადოებრივ საქმიანობას 2017 წლიდან ჩამოშორდა, თუმცა საჯაროდ ის იშვიათად მაინც ჩნდება. რამდენიმე თვის წინ დედოფალთან ერთად შვილიშვილის, პრინცესა იუჯინის ქორწილს დაესწრო.

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობს

ფერფლით დაფარული სოფლები და ევაკუირებული მოსახლეობა - კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე უძველესი ვულკანი ამოიფრქვა

რატომ დააჯარიმა ჩინეთმა  2.75 მილიარდი დოლარით გაყიდვების გიგანტი Alibaba?