ავტორი:

"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე

"შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე

როცა ქალაქში ინფექციურ ეპიდემიაზე საუბრობენ, ინფექციურ სავადმყოფოში სტუმრობა გარკვეულ ღელვას უკავშირდება. დაძაბულობის ხარისხი მაშინ უფრო მატულობს, როცა საავადმყოფოს ყველა ფანჯარასა და კარზე გაკრულ აბრას აწყდები წარწერით: "კარანტინი წითელაა". პალატებიდან ბავშვების ტირილის ხმა დერეფანში აღწევს გადასხმის აპარატებით მოსიარულე ექიმები და გავსებული პალატები მიგვანიშნებს, რომ საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

არის თუ არა წითელას ეპიდემია ქვეყანაში და საზოგადოების შიში ეპიდემიაზე გადაჭარბებულია თუ არა? ინფექციური დავადების პრევენციასა და აცრის სანდოობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის პროფესორი თამარ გეგეშიძე "რეიტინგს" ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, საავადმყოფოში არაპირბადიანი მედპერსონალისა და პირბადიანი მოქალაქეების სიმრავლემ მიიქცია ჩემი ყურადღება...

- მედპერსონალი დაცულად ვგრძნობთ თავს ინფექციური დაავადებების თავისებურებებიდან გამომდინარე. წითელა ისეთი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი ვითარდება. მისი განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა. ამასთან, წითელა ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართვადი ინფექციაა. ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

- ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდემიაა?

- ქვეყანაში რომ პანიკაა, ისევ ჩვენი მოსახლეობის ბრალია. ექიმები უკვე რამდენი წელია მოქალაქეებს პრევენციულ აცრებზე მოუწოდებენ. აუცილებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ბავშვებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში. 2-3- წლის წინ იყო ასეთივე აფეთქება და მაშინაც მოვუწოდეთ მოსახლეობას. მაშინ რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, ამ სურათს არ მივიღებდით. წითელა გეგმიურ აცრებში შედის. ამ მხრივ ბავშვები გაცილებით დაცულნი არიან. შემდეგ, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ სასურველია განმეორებითი აცრის ჩატარება. ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. უფროსი ასაკის ადამიანებს, ვისაც გადატანილი აქვს წითელა, მას აღარ შეხვდება. ამიტომ, პაციენტების ძირითადი კონტიგენტი 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებია. კარგია თუ ქვეყანაში ვაქცინაციის თემა მოწესრიგდება.

- ვაქცინაციის მიმართ იგრძნობა მოსახლეობის უნდობლობა...

- მესმის საზოგადოების ეჭვების... გახსნილია ინფორმაცია, ადამიანები ლიტერატურას ეცნობიან... მაგალითად, საზოგადოებაში გრიპის ვაქცინაზე იყო უარყოფითი რეაქცია. საუბრობდნენ კვლევებზე, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევდა და საზოგადოებაში შეიქმნა ნეგატიური ფონი. ან Bჰეპატიტი რომ აცრის შემდეგ დაემართა მოქალაქეს... ეს ყველაფერი გასაგებია. მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი ყოველთვის არაა. ყოველთვის არსებობს უკურეაქციის ალბათობა. სამწუხაროდ, ყველაზე ბანალური დაავადების დროსაც ყოველთვის ვიტოვებ იმ უმცირეს პროცენტს, რომ შეიძლება პაციენტი ვერ განიკურნოს. პაციენტს არასდროს ვაიმედებ სრულ განკურნებაზე. შესაბამისად ყურადღებასაც არასდროს ვადუნებ. ასეა მედიცინაში... წითელას ეპიდემია მთელს მსოფლიოშია. ევროპისა და ამერიკის ქვეყნები იგივე ეპიდემიის წინაშე დგანან. ეს იმიტომ, რომ ვაქცინაციის მიმართ ყურადღება მოდუნდა. ამასთან მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. პედიატრებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აცრას ეწინააღმდეგებიან. ადამიანებო! გონიერებას მოვუხმოთ და არ გავექცეთ აცრებს. ყვავილის ეპიდემია, პოლიმომელითის და დიფტერიის ეპიდემიები აცრამ შაჩერა. ამდენად კატეგორიული გრიპის შემთხვევაში ვერ ვიქნები, რადგან მომავალ წელს შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება...წაიკითხეთ სრულად

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ