ავტორი:

ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო. რა თქმა უნდა, მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო. ხშირად კითხულობდა განცხადებებს სხვადასხვა სახლებსა და ბინებთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.

ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000-2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებდა.

ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლებში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა ჰაერში გასროლილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატული მიწის ნაკვეთი და თავის გეგმისამებრ აეშენებინა პატარა სახლი...

როგორ დაებადა ეს აზრი?

ინტერნეტში მან Tiny House-ის სახელწოდების პროექტი შენიშნა. რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძინებლის და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ეყოფოდა.

მიშელის 18 კვადრატული სახლი როგორც გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის, ამ თანხაში შედის, გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძინებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა და სახლის მცირე ინვენტარია. ამ პატარა სახლში აბაზანა-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. ზამთარში მიშელის სახლი უფრო ჯადოსნურად გამოიყურება.

მიშელმა კიდევ 4 ასეთი მინი სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გააქირავებს ტურისტებზე. მიშელი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ის ბიზნესსაც უძღვება და პარალელურად სახლების დიზაინზე თვითონვე ზრუნავს.

წყარო: intermedia.ge

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით