ავტორი:

არის თუ არა კვება უსაფრთხო ზამთრის კურორტებზე -  სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

არის თუ არა კვება უსაფრთხო ზამთრის კურორტებზე -  სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 57 ობიექტში, აქედან 33 დაჯარიმდა სხვადასხვა დარღვევისათვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.

საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვ.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება. უნდა აღინიშნოს, რომ, კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებს აძლევენ რეკომენდაციებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა აუცილებელი სტანდარტი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი