ავტორი:

ავარია ხაშური-ლიხის მონაკვეთზე - რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა

ავარია ხაშური-ლიხის მონაკვეთზე -  რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა

ავარია ხაშური-ლიხის მონაკვეთზე - რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

„დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია