ავტორი:

მოსკოვში ორი ადამიანი ხანძარში ცოცხლად დაიწვა - რუსული მედია კადრებს ავრცელებს

მოსკოვში ორი ადამიანი ხანძარში ცოცხლად დაიწვა - რუსული მედია კადრებს ავრცელებს

ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. „ვესტი“ წერს, რომ მუშები მეთხუთმეტე სართულზე ცოცხლად დაიწვნენ.

რუსულმა მედიამ დღეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.

VIDEO : კადრები ტრაგედიის ადგილიდან - მოსკოვში, კორპუსში გაზის აფეთქებით გაჩენილ ხანძარში 2 ადამიანი ცოცხლად დაწვა

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი საშენ მასალებს გაუჩნდა, ხანძარი 20 კვადრატულ მეტრ ფარდობზე გავრცელდა. სახლიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მუშების გამოყვანა კი ვერ მოხერხდა, მათი ცხედრები ხანძრის ლოკალიზების შემდეგ იპოვეს.

გამომძიებლების ვარაუდით, ინციდენტი სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა. დაზიანდა კედლები, ლიფტის შახტა და სახურავი.

"სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს", - ნიკოლ ფაშინიანი

ფოტო და ვიდეოკადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში