ავტორი:

#CHEFმარკეტერის კულინარიული შეჯიბრი "დაინჰოლში"

#CHEFმარკეტერის კულინარიული შეჯიბრი "დაინჰოლში"

ჟურნალ "გემრიელიას" მიერ ორგანიზებული #CHEFმარკეტერის კულინარიულ შეჯიბრს ამჯერად რესტორანმა „დაინჰოლმა“ უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობას 6 კონკურსანტი იღებდა. სხვადასხვა კერძების მომზადებაში ერთმანეთს "იბერია ბიზნეს ჯგუფის", "ჰუავეის", "მაზდა ცენტრის", "TM ჯგუფის", "ნატახტარის" და "ტოიტა ცენტრის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

არაპროფესიონალი მზარეულების მიერ მომზადებული კერძები ჟურნალ "გემრიელიას" რედაქტორმა, ქართველ და უცხოელ შეფ-მზარეულებთან ერთად დააგემოვნა და საუკეთესოც შეარჩია. გამარჯვება ამჯერად "ჰუავეის" წარმომადგენელს ხვდა წილად.

ელენე კაკაბაძე, "ლა დუღეს" შეფი, ჟიურის წევრი: პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მინდა ხშირად ჩავერთო ასეთ პროექტებში.

რაც უფრო ხშირად დასაქმდებიან ადამიანები ჩვენი პროფესიით, უფრო მიხვდებიან ჩვენი პროფესია რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და დავაფასებთ ერთმანეთის შრომას.

მარიამ ჯაფარიძე, პროექტის გამარჯვებული: ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე კერძების ხშირად მომზადების საშუალება არ მაქვს, შესაბამისად არ ვიცი როგორი მზარეული ვარ. როცა "შეფ მარკეტერში" ჩართვის საშუალება მომეცა, სიამოვნებით დავთანხმდი და გამარჯვებას მართლა არ ველოდი. სალათი მოვამზადე, რომელსაც განსხვავებული ინგრედიენტები დავუმატე და ალბათ ეს მოეწონა ჟიურის. პიკანტური გემო ჰქონდა ჩემს მიერ მომზადებულ სალათს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი