ავტორი:

პეკინზე ბუნებრივი აირი ბინის სამზარეულოში აფეთქდა - ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინზე ბუნებრივი აირი ბინის სამზარეულოში აფეთქდა - ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

VIDEO: პირველი კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი