ავტორი:

"ყაზტრანსგაზ თბილისი" - პეკინის #30-ში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა

"ყაზტრანსგაზ თბილისი" - პეკინის #30-ში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა

პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი" გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეკინის გამზირზე ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.

ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი