ავტორი:

საზარელი კადრები - კაშხლის გარღვევის შედეგად ბრაზილიაში 115 ადამიანი დაიღუპა

საზარელი კადრები - კაშხლის გარღვევის შედეგად ბრაზილიაში 115 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 248 ადამიანი. ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 110 დაღუპულზე. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, შემთხვევიდან მერვე დღეს გადარჩენილების პოვნის შანსი მინიმალურია.

იხილეთ ვიდეო: ტრაგედიის პირველი წუთები სათვალთვალო კამერის კადრებში: ვიდეოში ჩანს, როგორ ტბორავს წყლის და ქვიშის მასა ყველაფერს, კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ ბრაზილიაში

მინას-ჟერაის შტატში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა.

ამასთან, რამდენიმე ტელევიზიამ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც დაფიქსირებულია კაშხლის გარღვევის პროცესი.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა