ავტორი:

ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია

ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია

ბრიტანელმა მერი კრამპტონმა 29 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ პოლიგამიური ურთიერთობები მოსწონდა, რაც ერთზე მეტი პარტნიორის ყოლას გულისხმობს.

ის ოფიციალურად ერთ მამაკაცზეა დაქორწინებული, მეორეზე - დანიშნული და კიდევ ორზეა შეყვარებული.

„საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მყავდა მეგობარი ბიჭები, მონოგამი ვიყავი. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთზე მეტი პარტნიორი მეყოლებოდა. მოგვიანებით - დავოჯახდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ ცხოვრებას ქმართან ერთად გავატარებდი,“ - ჰყვება კრამპტონი.

მისივე თქმით, სხვა ადამიანების მიმართაც უჩნდებოდა გრძნობები, თუმცა ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა და ფიქრობდა, რომ ქმარი სათანადოდ არ უყვარდა.

ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, მერიმ სხვა ადამიანი იპოვა. ერთ დღეს კი ბარში გაიცნო მამაკაცი, რომელსაც პოლიგამიური ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე ქალთან.

„მანამდე არასოდეს მქონია შეხება პოლიგამიასთან, შოკირებული ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა, როგორ ახერხებდნენ ისინი ერთად ყოფნას,“ - იხსენებს მერი.

მისთვის საბედნიეროდ, პოლიგამიური ურთიერთობით მერის პარტნიორიც დაინტერესდა, თუმცა სხვა ადამიანებთან თანაცხოვრებაზე თავდაპირველად არ უფიქრიათ.

რამდენიმე წლის შემდეგ კი კრამპტონმა საყვარელ მამაკაცს შესთავაზა, ჰქონოდათ „ღია ურთიერთობა“, რაზეც თანხმობა მიიღო. ორივე მათგანმა, ერთმანეთის გარდა, სხვა პარტნიორებიც იპოვეს.

„მყავდა მეგობარი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და ჩვენი მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა. ასეთივე მეგობარი ჰყავდა ჩემს პარტნიორსაც.

გავიაზრე, რომ ერთზე მეტი ადამიანის სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში შემეძლო, ჩემთვის ძალიან ბუნებრივი გრძნობა აღმოჩნდა,“ - ამბობს მერი.

ამჟამად მერი აღარ ცხოვრობს მამაკაცთან ერთად, რომელთანაც აღმოაჩინა, რომ რამდენიმე პარტნიორის ერთდროულად ყოლა სურდა. ის დაქორწინებულია 43 წლის ტიმზე და ჰყავს საქმროც. კრემპტონი ხვდება კიდევ ორ მამაკაცს - 63 წლის მაიკლს და 73 წლის ჯეიმსს.

მერი ქმართან, ტიმ კრამპტონთან ერთად

„ჩემს ქმართან, ტიმთან ერთად გარემოს დაცვით საკითხებზე ვსაუბრობ ხოლმე, მათ შორის - ელექტრონულ მანქანებზე, ვეგანიზმზე...

საქმროსთან, ჯონთან ერთად მიყვარს მხატვრული ფილმების ყურება და ეკლესიაში დავდივართ ერთად,“ - ჰყვება კრამპტონი.

მისივე თქმით, ყველა მამაკაცთან სრულიად გულწრფელად საუბრობს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებზე, რაც მონოგამიური ურთიერთობების დროს ვერცერთხელ შეძლო.

მერი ქმართან, ტიმთან და საქმროსთან - ჯონთან ერთად

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია