ავტორი:

რომელ თებერვალს არის წელს სურბ სარქისობა და როგორ უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერი?

რომელ თებერვალს არის წელს სურბ სარქისობა და როგორ უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერი?

სურბ სარქისობა სომხური დღესასწაულია. სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს კი წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა, ხოლო პარასკევს ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერს, რომ სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ.

სურბ სარქისობა მცოცავი დღესასწაულია. თუ გაინტერესებთ, დაგესიზმრებათ თუ არა სიზმარში მეორე ნახევარი, მაშინ ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერი და როდის უნდა შეჭამოთ ის.

წელს, საბედოს სიზმარში ნახვა 16 თებერვალს შეგიძლიათ. მარილიანი კვერი კი 15-ში, პარასკევს საღამოს უნდა გამოაცხოთ.

დაგჭირდებათ:

1 ს/კ ფქვილი

1/ჩ/კ მარილი

1 ს/კ წყალი

მომზადების წესი:

მოზილეთ ცომი, ტაფაზე, უცხიმოდ გამოაცხვეთ კვერი. შეჭამეთ დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. სხვა ნურც ნურაფერს შეჭამთ და ნურაფერს დალევთ. საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.

ის, ვინც სიზმარში წყალს მოგაწვდით, ან დაგალევინებთ, თქვენი საბედო იქნება!

ვინ უნდა გამოგიცხოთ მარილიანი კვერი? წაიკითხეთ სრულად