ავტორი:

ნათელა მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდს უხელმძღვანელებს

ნათელა მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდს უხელმძღვანელებს

სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი დაარსდა, რომელსაც ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფონდი საგანმანათლებლო მიმართულების იქნება. მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ფონდში უკვე ჩარიცხულია თანხა 8 ათას 280 ლარი, რომელიც პრეზიდენტის ხელფასია.

„30 იანვარს დაფუძნდა სალომე ზურაბიშვილის ფონდი. ფონდის თავმჯდომარე არის ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად. ფონდი ასევე იმუშავებს ემიგრანტების საკითხებზეც. ეს არის საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებების გაძლიერებით შესაძლებლობა ექნება შემოწირულებები შემოიტანოს. ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. ფონდის მუშაობას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ამ ეტაპზე ფონდში უკვე არის ჩარიცხული 8 ათას 280 ლარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით შრომითი გასამრჯელო", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

"წუხელ კლინიკაში ექიმმა ჭრილობები დაუმუშავა" - სცემა თუ არა ანზორ ბოლქვაძემ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

Newsroom-ის სტუმარია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რურუას საქმე; მზადება არჩევნებისთვის;ხელისუფლების პოზიცია