ავტორი:

ირაკლი მაქაცარიას 10yearchallenge-ი და სექსუალური ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ირაკლი მაქაცარიას 10yearchallenge-ი და სექსუალური ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი - ირაკლი მაქაცარია ერთ-ერთი ქართველი მამაკაცია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარია. ირაკლი სოციალურ ქსელებში აქტიურობითაც გამოირჩევა და სპორტდარბაზსა თუ ღია ცის ქვეშ ვარჯიშის ამსახველ კადრებს ხშირად აქვეყნებს. ტელწამყვანი შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მისი მეგობრები და გულშემატკივრები კომენტარებშიც აღნიშნავენ.

გასული წელი ირაკლისთვის საკმაოდ დატვირთული გახლდათ, იგი უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, მან ფინალამდეც მიაღწია, თუმცა კონკურსში მხოლოდ მესამე ადგილი ერგო. ცოტა ხნის წინ ირაკლიმ "ფეისბუქზე" #10yearchallenge ფოტო გამოაქვეყნა, ტელეწამყვანის გარდასახვა თავად შეაფასეთ...

"ELLE"-ის უკრაინულმა გამოცემამ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას წარუდგინა წლის ყველაზე მოდური მამაკაცის კონკურსი, რომელშიც 50 კანდიდატი გახლდათ წარდგენილი, მათ შორის საუკეთესოსთვის ხმის მიცემის პროცესი 5 ნოემბრამდე გრძელდებოდა. ქართველი ტელეწამყვანი საუკეთესო ათეულში მოხვდა.

„უკრაინის ყველაზე მოდური მამაკაცების ათეულში შესვლა ძალიან სასიამოვნოა, მადლობა ELLE MAN-ს, ძალიან მიყვარს მოდურად ჩაცმა, მაგრამ პრიორიტეტს ყოველთვის კომფორტს ვანიჭებ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.