საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გავხადოთ ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო ბავ­შვე­ბის­თვის - საინტერესო ფუნქციები, რომლებსაც თქვენს სმარტფონში აღმოაჩენთ

11:33 / 07-02-2019

"აი­ფო­ნი" დიდი ხა­ნია იქცა მო­წყო­ბი­ლო­ბად, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში ეტე­ვა, მაგ­რამ იმა­ზე უფრო სა­ჭი­რო და ფუნ­ქცი­უ­რია, ვიდ­რე სხვა, მას­ზე ბევ­რად მოზ­რდი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ის უფრო პორ­ტა­ბე­ლუ­რია ვიდ­რე ლეპ­ტო­პი. ახა­ლი მო­დე­ლე­ბის კა­მე­რა ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ზოგი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის. რიგ შემ­თხვე­ვა­ში მას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა შე­უძ­ლია, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტერს. "აი­ფო­ნის" აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი კი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფუნ­ქცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "აი­ფო­ნის" ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა არც კი იცის. მათი ნა­წი­ლი ახა­ლია, ნა­წი­ლი კი წინა გა­ნახ­ლე­ბებ­თან ერ­თად და­ი­ნერ­გა. სწო­რედ ამი­ტომ, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მელ­თა ცოდ­ნაც „აი­ფო­ნის“ ყვე­ლა მფლო­ბელს სჭირ­დე­ბა და მათ ცხოვ­რე­ბას ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­ტი­ვებს.

  • სელ­ფი ყურ­სას­მე­ნე­ბით გა­და­ი­ღეთ

სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რანს დიდი ხა­ნია აღარ იყე­ნე­ბენ. ამის­თვის ხმის აწე­ვის ან და­წე­ვის ღი­ლა­კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა კი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ სელ­ფი ტე­ლე­ფონ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი ყურ­სას­მე­ნის ხმის ღი­ლა­კით გა­და­ი­ღოთ. ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ტე­ლე­ფო­ნის გან­ძრე­ვის­გან და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით და სმარ­ტფონ­საც უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ი­ჭერთ ხელ­ში.

  • ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო გა­ხა­დეთ ბავ­შვე­ბის­თვის

ბავ­შვებს იმა­ზე მე­ტად უყ­ვართ სმარ­ტფო­ნე­ბი და იყე­ნე­ბენ მას, ვიდ­რე ეს მათ­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ „ეფლმა“ მო­წყო­ბი­ლო­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი დახ­ვე­წა და მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის სმარ­ტფო­ნებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მოხ­სნა­ში ეხ­მა­რე­ბა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შვს შე­უ­ზღუ­დოთ წვდო­მა გარ­კვე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, და­ა­წე­სოთ ასა­კობ­რი­ვი და დრო­ის ლი­მი­ტი. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნოთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შვო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ერთი სმარ­ტფო­ნის­თვის იყი­დოთ და ბავ­შვმა ის ორი­ვე მშობ­ლის აი­ფონ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს.

  • გა­თა­ვი­სუფ­ლდით სმარ­ტფონ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­გან

"აი­ფო­ნი" აკონ­ტრო­ლებს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ მას. პა­რა­მეტ­რე­ბი­დან თქვენ გა­ა­კონ­ტრო­ლებთ, რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ თი­თო­ე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ას. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ და­ა­წე­სოთ კონ­ტრო­ლიც, მი­უ­თი­თოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით ან რო­მელ სა­ა­თებ­ში გინ­დათ, გქონ­დეთ წვდო­მა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­რო­ლი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე წვდო­მას რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გი­ხან­გრძლი­ვებთ.

  • ბეჭ­დეთ ერთი ხე­ლით

„ეფ­ლის“ ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ კლა­ვი­ა­ტუ­რის ფორ­მა­ტი ისე შეც­ვა­ლოთ (და­ა­ვიწ­რო­ვოთ), რომ მას­ზე ცალი ხე­ლით აკ­რი­ფოთ ტექ­სტი. შეც­ვლა პა­რა­მეტ­რე­ბი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სწო­რედ ასე­თი ფორ­მა­ტის კლა­ვი­ა­ტუ­რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

  • მო­ძებ­ნეთ მუ­სი­კა ტექ­სტის სი­ტყვე­ბის მი­ხედ­ვით

iOS ახა­ლი სის­ტე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, რომ მუ­სი­კის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სიმ­ღე­რა იმ ფრა­ზე­ბით მო­ძებ­ნოთ, რო­მე­ლიც გო­ნე­ბა­ში ჩაგ­რჩათ. აღარ არის სა­ჭი­რო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სიმ­ღე­რის ან შემ­სრუ­ლე­ბის სა­ხე­ლი იცო­დეთ. ამა­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტე­ნი Siri-ს და­გეხ­მა­რე­ბათ.

  • შეც­ვა­ლეთ Siri-ის აქ­ცენ­ტი და მო­არ­გეთ ის სა­კუ­თარს

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის აქ­ცენ­ტის შეც­ვლა სი­ახ­ლე არაა, თუმ­ცა სი­ახ­ლე ისაა, რომ აქ­ცენ­ტე­ბის არ­ჩე­ვა­ნი უფრო მარ­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ ამე­რი­კუ­ლი, ავ­სტრა­ლი­უ­რი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი ან სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი აქ­ცენ­ტი. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­და Siri-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თარ­გმნის მხრივ. აჟა­მად მას 50 ენა­ზე თარ­გმნა შე­უძ­ლია.

  • გა­და­ა­კე­თეთ კლა­ვი­ა­ტუ­რა მა­უ­სად

აღი­ა­რეთ, რამ­დენ­ჯერ მოგშლი­ათ ნერ­ვე­ბი, ეკ­რა­ნის სენ­სო­რით ტექ­სტის კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე რომ ვერ მოხ­ვედ­რილ­ხართ? აი­ფო­ნი კურ­სო­რის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მარ­ტი­ვად მიყ­ვა­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამის­თვის სა­ჭი­როა, ჩა­მო­წი­ოთ თქვე­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რა და ასო­ე­ბი გაქ­რე­ბა. სა­ნაც­ვლოდ გაჩ­ნდე­ბა სივ­რცე, რო­მე­ლიც ლეპ­ტო­პებს აქვთ და რო­მე­ლიც კურ­სო­რის სა­მარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ასე თი­თის მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბით კურ­სორს სა­სურ­ველ ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­იყ­ვანთ.

გაზიარება
ტეგები:
#iPhone
#აიფონი
#ზუმერი
მკითხველის კომენტარები /11/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0
0
Huawei p20 pro -ძალიან მაგარია
16:43 / 15-02-2019
გამოხმაურება //
.
0
0
მე მაგალითად samsung ს გირჩევ ა 7 ფასიც არაა მაგალი და ტელეც კარგია
15:31 / 15-02-2019
გამოხმაურება //
vasil
0
0
Huawei view 20,უკეთესს თუ რამეს იპოვი ჩვენც გვითხარი
13:33 / 14-02-2019
გამოხმაურება //
mulberryson
0
0
"მაუსად" გარდაქმნა კლავიატურის ჩამოწევის მაგივრად, მემგონი, "ჰარი" კლავიშზე (Space Bar) ხანგრძლივი დაჭერითაა შესაძლებელი, ისიც, iOS 12-დან.
14:19 / 13-02-2019
გამოხმაურება //
თინა
3
3
აიფონი მაქვს და ხშირად მიწევს "ბატარეის " გამოცვლა, მინდა ვიყიდო ჰუავეი, მირჩიოთ იქნებ რომლით სევცვალო, დიდი მადლობა
12:03 / 13-02-2019
გამოხმაურება //
კულე
3
1
აიფონზე დებილი ტელეფონი არ მეგგულება. დადებითი ვერაფერი ვუნახე ამას მე. ბატარეია არ უვარგა. ინტერნეტს ეს არ იჭერს თუ მოდემთან არ ზიხარ.
15:39 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ანზორო
21
4
მაგარი სტატიაა მომეწონა უბრალოდ ერთი პრობლემაა რო ეს სიახლეები აიფონის მომხმარებლებისთვისაა თორე ანდროიდზე უკვე კაი ხანია გვაქ :D
06:12 / 09-02-2019
გამოხმაურება //
თამარი
17
9
ეს მეორე წელია აიპონის მესაკუთრე ვარ მაგრამ სხვ კომპანიის მობილური ი არაფრის ჩამოუვარდებიან აიპონს. უფრო მეტიც ტექნოგიური თვალსაზრისით უსწრებენ კიდეც. აიპონი ორი წლით უკან ჩამოიტოვეს . ნოკიას უბრალოდ არ უნდა ფორმის შეცვლა არ უნდა სხვა ტელეფონი ს სიამოვნებას ტყუპებივით დაემსგავსოს და ესაც დასაფასებელია . ნოკიაზე გამძლე ტელეფონი არამგონია რომელიმე კომპანიას ჰქონდეს შექმნილი. აიფონს ეკრანი ჩაუქვრება და უკვე დედა ჰყავს “ნატირები” . ამას პლიუს ეკრანი მალე იბზარება დამცავი თუ არ გაქვს დაყენებული. სიმძიმითაც მძიმეა.
18:52 / 07-02-2019
გამოხმაურება //
გიო
18
15
გალაქსი ს8 + ვიყიდე როგორც კი გამოვიდა ქეშად, სამსახურიც მშვენიერიც მაქ და საკმაო ანზღაურებასაც ვიღებ რო თავს იმის უფლება მივცე რაც მინდა ის ვაკეთო, მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქ ვის რა ურჩევნია და გემოვნებაზე რატო იწყებ ფილოსოფიას ვერ ვხდები, რა თვითრეალიზებაზე ლაპარაკობ,ის უსწორდება აიფონზე მეტად "ფანრიანი ნოკია" და ის აქ, მე ეს მისწორდებოდა და ეს მაქ, გემოვნებაზე მხოლოდ სულელები დაობენ ასე რომ... სხვისი ჭკუის სწავლებას და მატერიალურ მხარის განხვილვას შეეშვი.. ერთმა კაცმა თქმა "შენ ფული მომეცი და გემოვნებას განახებთო" დღეს ეს კაცი ფორბსის სიაშია სამწუხაროდ არ მახსოვს რომელ ადგილზე
17:13 / 07-02-2019
გამოხმაურება //
mdaa
17
36
რატომ უნდა იყოს საამაყო, იაფი, თანამედროვე ეპოქისთვის შეუფერებელი ტელეფონის ქონა? ან რა სასტავშიც მოძრაობთ იქ არ ტეხავს? ან რამე ელექტრონული წიგნის წაკითხვა არ გინდებათ? ან ფეისბუქი და ინსტა? ან კარგი სურათების გადაღება? ან რატომ გგონიათ რომ მცირე შემოსავლიანობა არ ტეხავს, ეი არ გაქვთ ისეთი კვალიფიკაცია რომ ვინმემ წესიერმა დაგიქირაოთ. მე მაპატიეთ თუ გაწყენინეთ მაგრამ გონს მინდა მოეგოთ და თვალი გაუსწოროთ იმას რაც კარგია და არ შეეფაროთ რაღაცა მოგონილ, სრულიად ალოგიკურ თეორიებს, შავზე თეთრი და აშ
14:09 / 07-02-2019
გამოხმაურება //
მ. ტ.
37
14
ყურადღებით წავიკითხე და ვერც ერთი უპირატესობა აღმოვაჩინე ჩემს ფანრიან ნოკიასთან შედარებით, რომელიც უკვე... დამავიწყდა კიდეც, რამდენი წელია ერთგულად და რაც მთავარია - მიზნობრივად მემსახურება...
13:21 / 07-02-2019
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
16:47 / 15-02-2019
ახალი მეგაპორტი დასავლეთ ევროპელებს საქართველოზე სხვაგვარ წარმოდგენას შეუქმნის
11:16 / 15-02-2019
ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
09:56 / 15-02-2019
სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია