საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე "ქურდებში გაურჩიეს" - "ქურდული შეკრების" ახალი დეტალები

18:11 / 11-02-2019

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ე.წ. "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე 5 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მო­ქა­ლა­ქესა და ბიზ­ნეს­მენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა" გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქემ დავა "ქურ­დებ­ში გა­ურ­ჩია" ჯე­ნე­რი მეს­ხი­აა. იგი შპს "აპო­ლოს" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. მას მო­ქა­ლა­ქე მე­რაბ კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­თან დავა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც კა­ჭ­კა­შიშ­ვილ­მა "ქურ­დებს" სთხო­ვა.

"ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში" კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი: ირაკ­ლი მო­საშ­ვი­ლი, ლაშა სირ­ბი­ლა­ძე, ირაკ­ლი რი­ჟა­მა­ძე და შაქ­რო ქა­რე­ლიშ­ვი­ლი.

ამა­ვე შეკ­რე­ბა­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ერ­თო 2016 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (წარ­სულ­ში სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე), რო­მელ­მაც თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით გა­და­წყვი­ტა.

სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და. პო­ლი­ცი­ამ 5-ვე პირი მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა, მათ 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ ქარ­თველ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძეს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო: თბი­ლის­ში 5 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და­ა­კა­ვეს - რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სპე­ცო­პე­რა­ცია დე­და­ქა­ლაქ­ში

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სხვა­დას­ხვა ტი­პის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე სე­კუნ­და მუხ­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“-გა­ნა­ცხა­და კახა სა­ბა­ნა­ძემ.

გაზიარება
ტეგები:
#ე.წ ქურდული შეკრება
მკითხველის კომენტარები /30/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alex
0
0
შე მართლა კომბლე.
11:09 / 16-02-2019
გამოხმაურება //
halagaji
0
0
პირიქით ვამრავლებთ ბატონო (ამბროსს)..)) რაა ვერ ხედავთ საით მივყევართ))
13:46 / 13-02-2019
გამოხმაურება //
halagaji
1
0
ბრავოო?)) აუფფ ეს რაუქნიათ როგორ შეძლეს ეს.. )) ამის დაჭერას ეხუმრები?? ტარაზანი დაუჭერიათ ხალხო გაიგეეთ ტარზანიიი)) ის ვინც მართლა (არჩევს და უგვარებს) საქმეებს ისინი დაიჭირეთ თუ მაგრები ხართ აბა მიდით?? ტრაპზე რომ ხვდებით წითელი ხალიჩით და აგულავებთ როგორც უნდათ, ისინიი ისინი გვანახეთ სად არიან..
13:44 / 13-02-2019
გამოხმაურება //
halagaji
3
0
არ დაბრუნდება?..)) იქნებ დაბრუნდა უკვე?! თუ სანამ პირადათ არ გაგირჩევენ საქემს, მანამდის ვერ მიხვდებით რომ კრიმინალი ზეიმობს დღეს...?!
13:35 / 13-02-2019
გამოხმაურება //
edo
1
0
მთვრობა ხალხის წიაღიდან მოდის
08:41 / 13-02-2019
გამოხმაურება //
მალეჰხ
11
0
ქურდები მე გამიგია ციხეში, ჰოდა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ციხეც და ციხის ბადრაგებიც. არჩიონ საქმეები, ერთმანეთში ციხეში, ზონაზე და იმის იქეთ წასულან.
15:50 / 12-02-2019
გამოხმაურება //
კ ო მ ბ ლ ე
15
3
მოვა არჩვნები და კრიმინალებს ხვეწნას დაუწყებთ! ხტფუი!!!
13:51 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ქართველი
7
2
სწორედაც....... ვეღარ მიხვდა ეს ხალხი, რომ 90-იანი წლები აღარასოდეს დაბრუნდება...
13:07 / 12-02-2019
გამოხმაურება //
givi
34
0
ის კაჭკაჭიშვილი უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ და უნდა გაპიარდეს მისი დასჯა, რომ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ქურდული დამყაროსათვის მიმართვა.
11:44 / 12-02-2019
გამოხმაურება //
Tbilisi
9
4
ყველას სახელით ნუ ლაპარაკობ! ცხოვრებაში არაფერი მიმითვისებია სხვისი! და ასეთ ბევრ ადამიანს ვიცნობ! არაა მასე შენ რომ ამბობ და ყველას ერთი საზომით ნუ ზომავ!
11:40 / 12-02-2019
გამოხმაურება //
nino
31
0
ისე არიან მიჩვეულები ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომ ლოგინად ჩავარდნილებიც რომ იყვნენ, მაინც მართავენ საქმიანობას, როგორ მეზიზღებიან
11:07 / 12-02-2019
გამოხმაურება //
სოლომონი(არა ბრძენი)
18
5
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მხოლოდ "შიგადაშიგ"ებრვის კრიმინალს და სრულ პასუხისმგებლობას მის მოსპობაზე არ იღებს. უფრო მეტიც, მან ეს კრიმინალები არჩევნებშიც კი ჩართო. ქვეყანაზე გული არავის შეტკივა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მიიტაცოს.იმედი ვიქონიოდ გამოჩნდება მავანი, ვინც ამ ქურდულ მენტალიტეტს საოგადოების დიდ ნაწილს შეუცვლის
10:58 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ზაზა
12
0
სახელმწიფო უნდა იყოს ხალხის დამცველი და არა წელში მოკუნტული კაი ბიჭი, ქურდი (რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს ზახოდის ფული სულ უნდა ჰქონდეს)
10:52 / 12-02-2019
გამოხმაურება //
დათო
15
2
სამწუხარო სიტუაციაა მაგრამ სასამართლო და სამართალი აქ არ არსებობს და სიმართლისთვის ხალხმა ქუჩაში გადაინაცვლა აბა რა ქნან? ბევრი ალბათ ხელში ცივ და ცეცხლსასროლ იარაღსაც აიღებს..ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს..თუ სახელმწიფომ სასწრაფოდ არ დაარეგულირა სამოქალაქო კოდექსი.. . ძალიან მომრავლდა თაღლითური და გადამგდები ფირმების რაოდენობა ისინი ეფარებიან კანონს რომ დავის შემთხვევაში შპს თავისი ქონებით აგებს პასუხს აქედან გამომდინარე აგდებენ წესიერ ფირმებს და დავის შემთხვევაში მათქან სასამართლოთი ვერაფერს ვერ ამოიღებენ წესიერი ფირმები რადგან თაღლითებს ანგარიშზე თანხები არა აქვთ და არც რამე ქონება.. ამიტომ გადაგდებული ფირმების პატრონები ხელში ქუჩაში დაიწყებენ გარჩევას და იარაღს აიღებენ ხელში აბა რა იქნება ....
10:47 / 12-02-2019
გამოხმაურება //
კოტე
49
3
განვითარებული ქვეყნები მარსზე წყალს ეძებენ, ჩვენ ისევ საქმეების გარჩევაში ვართ, ვაი ჩვენს პატრონს!
10:38 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ლუკა
48
1
ბაროვო შსს, რაღა დროს ქურდული სამყაროა??? სირცხვილია ხალხო, ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარ კრიმინალს, რომ საქმის გარჩევას თხოვ, ამაზე დიდი შეურაწყოფა რა უნდა მიაყენო ადამიანმა საკუთარ თავს.
10:11 / 12-02-2019
გამოხმაურება //
მსაჯული
11
10
სამწუხაროდ ქურდული სამყარო და გარჩევები ბიზნესთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოშია და არა მარტო საქართველოში და რუსეთში, რომლისკენაც თითს იშვერთ. ის და მასთან დაკავშირებული მკვლელობებიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესის სამყაროში, არც ჩვენ გვაკლია.
09:52 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ამბროსი ჭიჭინაძე
48
0
რით ვეღარ გადაშენდნენ ეს დინოზავრები ? სარეველასავით არიან.
09:43 / 12-02-2019
გამოხმაურება //
ზურა
27
3
100% ხარ,ეგ ნათესავ-ძმაკაცობა ღუპავს ქვეყანას. "მოძღვრებზე" ხომ აღარაფერს ვამბობ ცოლს რა უნდა უყონ და როდის ხალხი მამაოებს ეკითხება
09:27 / 12-02-2019
გამოხმაურება //
aleko
41
6
ყველა მთავრობა მოდის საზოგადოებიდან. ვინც მართავს ქვეყანას ესენი არიან ჩვენი ნათესავები ახლობლები მეზობლები კლასელები კურსელები ასე რომ ნუ გიკვირთ რო ესეთ ქვეყანაში ვცოვრობთ რაც საზოგადოება გვაქს ის მთავრობაა. ასე რო წუწუნს თავი დავანებოთ ნებისმიერ ჩვენთაქანს რო მოგცვენ საშუალება ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის ისე რომ პასუხი არ მოგვთხოვონ უყოყმანოდ მოვიპარავდით. ჩვენ ვართ ფულზე დახარბებული ნარცისი და ოღონდ მე ვიყო კარგად ერი
08:53 / 12-02-2019
გამოხმაურება //
giorgi
55
0
ძალიან კარგი ამბავი მოხდა. კიდევ მეტი აქტიურობაა საჭირო მაგ კუთხით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში ქურდული სამყარო. ვისაც მაგ სამყაროს წევრობა უნდა, მაგისთვის რუსეთი არსებობს.
02:15 / 12-02-2019
გამოხმაურება //
kaxa
128
22
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უვარგისი ქვეყანა შევქმენით ლეში მთავრობის მეთაურობით
22:54 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ილია
43
61
ძებნილ სააკაშვილს როდის დააპატიმრებენ?
21:25 / 11-02-2019
გამოხმაურება //
თათიაა
39
64
ამ ბიზმესმენმაც გაამწარა ხალხი! ხალხის ფულებიი მიითვისაა და დატოვა უსახკაროდ!
21:14 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ომარი
65
7
ათი წელი , ბოლომდე უნდა მოიხადოს ყველაზე ცოტა
21:06 / 11-02-2019
გამოხმაურება //
თბილისელი
72
14
6-დან 10 წლამდე. მაინც ცოტაა.
20:49 / 11-02-2019
გამოხმაურება //
Happy 2019-ს
125
22
სახელმწიფო რომ ვიყოთ ესეთები არც იარსებებდნენ
20:20 / 11-02-2019
გამოხმაურება //
ლუიზა
120
64
ეჭვი გეპარებათ, რომ უნდა ვინატროთ? თუ ჭაობიდან ქვეყნის აშენების მომხრე ხართ, მიშა უნდა ინატროთ და თუ ქვეყნის ჭაობად ქცევას ირჩევთ, მაშინ ესენი მისწრებაა!!!
20:08 / 11-02-2019
გამოხმაურება //
Happy 2019
104
52
სახელმწიფოზე მიმსგავსებულები რომ არ ვიყოთ, ახლა ამ ბიზნესმენს ფულს წაართმევდნენ შავი სამყაროს წარმომადგენლები. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიზნესმენმა პოლიციას მიმართა და ფილი ვერავინ წაართვა.
19:32 / 11-02-2019
გამოხმაურება //
??????
158
42
ნუთუ მართლა მიშას დრო უნდა ვინატროთ????? რაიმე კუთხით შეიძლება მოქალაქემ იგრძნოს, რომ ოდნავ მაინც სახელმწიფოზე მიმსგავსებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს ??????
18:47 / 11-02-2019
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
11:13 / 16-02-2019
8 წლის გოგონას გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი დაკავებულია
10:48 / 16-02-2019
17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში ავტომანქანების განბაჟება/რეგისტრაცია ვერ განხორციელდება
21:23 / 15-02-2019
ქუთაისში მეან-გინეკოლოგი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - ამოღებულია "მორფინის" შემცველი ამპულები
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია