ავტორი:

რატომ უნდა შევიძინოთ ბრიტანული წარმოების ხარისხიანი ბიოდანამატები სახალხო აფთიაქში თებერვალში?

რატომ უნდა შევიძინოთ ბრიტანული წარმოების ხარისხიანი ბიოდანამატები სახალხო აფთიაქში თებერვალში?

პროდუქტის ხარისხი რომ მნიშვნელოვანია, ეს სიახლე არავისთვის არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს მაშინ, როცა საქმე ჩვენს ჯანმრთელობასა და მედიკამენტებს ეხება. საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი არჩევანია და მომხმარებელიც დაბნეულია. ამ სტატიაში შევეცდებით სიცხადე შევიტანოთ ზოგიერთ თქვენთვის საინტერესო საკითხში. ბრიტანული კომპანიების: "ვიტაბიოტიქსისა" და "ჰელს ეიდის" წარმოებული ბიოდანამატებისა და ვიტამინური პრეპარატების ხარისხზე გვესაუბრება სახალხო აფთიაქის ფარმაცევტი ნანა ხურციძე:

- რით განსხვავდება "ვიტაბიოტიქსისა" და "ჰელსეიდის" პროდუქცია სხვა ანალოგიური მწარმოებლების პროდუქციისგან?

- ამის გაგება ადვილია: აიღეთ ნებისმიერი ვიტამინების კოლოფში ჩადებული ანოტაცია. წაიკითხეთ და ნახავთ, რომ ინიშნება12 წლიდან, რომ არის ყველაფრისთვის: მოზარდობიდან ღრმა მოხუცებულობამდე, დამხმარე ნივთიერებებში კი ამოიკითხავთ, რომ შეიძლება შეიცავდეს საღებავს, საფუარს, ხელოვნურ დამატკბობელს, სხვადასხვა ქიმიურ დანამატს. ახლა ავიღოთ "ვიტაბიოტიქსის" ნებისმიერი კოლოფი - ყველა კომპონენტი მიღებულია ბუნებრივი წყაროდან: E ვიტამინი - მარცვლეულის თესლიდან, C ვიტამინი - ველური ალუბლიდან, კოლაგენი - ზღვის მცენარეებიდან... არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.

გარდა ამისა, ყველა ვიტამინი განკუთვნილია კონკრეტული ჯგუფისთვის - ასაკის, სქესის და ცხოვრების რეჟიმის მიხედვით: ქალები 50 წლამდე და 50 წლის შემდეგ, ქალები დაორსულებამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ქალები მენოპაუზის პერიოდში, ქალები თმის ცვენის, სახის კანის თუ ფრჩხილების პრობლემით, ქალები დატვირთული ფიზიკურად და დატვირთული გონებრივად - ყველა ჯგუფისათვის ფორმულა განსხვავებულია. ასეა მამაკაცებში, ბავშვებსა და მოზარდებში. რაც მთავარია, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ბრენდი და პატენტი.

"ვიტაბიოტიქსი" არის ბრენდი, რადგან ის შექმნა მსოფლიოში ცნობილმა ფარმაკოლოგმა არნოლდ ბეკეტმა, ყველა ფორმულა ევროპის საუკეთესო სამედიცინო ინსტიტუტებში გამოიცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და უკვე საქართველოს აფთიაქის თაროებზე.

- რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ბიოლოგიური დანამატები და ვიტამინური პრეპარატები ხარისხიანი იყოს?

- ამ კითხვაზე პრაქტიკულად უკვე გაგეცით პასუხი - ბუნებრივი ნედლეულისგან მიღებულ ვიტამინებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნედლეული მოპოვებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, "ჰელსეიდი" მცენარეებს ისეთ ნიადაგზე მოიპოვებს, რომელიც სასუქს არ შეიცავს და ბოლოს, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფორმულები, რომლებიც ფაქიზად ეხმარება ჩვენს ორგანიზმს გაჯანსაღებასა და გამოჯანმრთელებაში წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი