ავტორი:

გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება

გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება

თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს ბიზნესლიტერატურა, გსურს, გაიღრმავო ცოდნა ბიზნესის მიმართულებით, გამოიმუშავო ლიდერული უნარ-ჩვევები, მაშინ "პალიტრა L-ის" ახალი წამოწყება შენთვისაა.

ეს არის პროექტი ბიზნესმიმართულებით, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში იგეგმება. "ლურჯი ოკეანე" "პალიტრა L-ის" ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. იგი აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი და სხვა. ამ ეტაპზე გამოცემულია 45-მდე დასახელების წიგნი მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბიზნესისა და ანტრეპრენერშიპის სფეროებში.

გარდა ბიზნესლიტერატურის გამოცემისა, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ტრეინინგები, სადაც ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები იღებენ მონაწიელობას.

"სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" კიდევ ერთი წამოწყებაა, რომლის მიზანიც სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და მათთვის ხელშეწყობაა, დააგროვონ გამოცდილება სფეროში, რომელიც მათთვის საინტერესო და პრიორიტეტულია.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ "ლურჯი ოკეანის" გუნდის წევრები; მიიღონ მონაწილეობა წიგნის განხილვაში; გაიგონ როგორ ხდება ბიზნესლიტერატურის წიგნის გამოცემა; დაესწრონ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიებებს; მიიღონ წევრობის სპეციალური ფასდაკლებები წიგნებზე. ამას გარდა, მათ სხვა ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

"წელიწადში რამდენჯერმე მოეწყობა სპეციალური ღონისძიებები ელჩებისთვის: შეჯიბრებები, ტრეინინგები, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ღონისძიებების ორგანიზებაში, გამოიმუშაონ ლიდერული უნარ-ჩვევები. ამ ყველაფრით შევეცდებით გავამრავალფეროვნოთ მათი სტუდენტური ცხოვრება და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას" - ამბობს "პალიტრა L-ის" მარკეტინგის მენეჯერი, თამარ ახვლედიანი.

მისივე თქმით, აქტიურ სტუდენტ ელჩებს 2019 წელს გამოცემული სტუდენტებისთვის განკუთვნილი წიგნები გადაეცემათ საჩუქრად.

როგორც პროექტის მენეჯერი, თათია ტურაშვილი ამბობს, სტუდენტები გაეცნობიან წიგნის გამოცემის პროცესს და თავადაც ჩაერთვებიან მასში. მისი თქმით, ეს სტუდენტების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სტუდენტებს პროექტისათვის რეგისტრაცია შეეძლებათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელსაც გამომცემლობა დაინტერესებულ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უგზავნის.

იმისათვის, რომ გახდეთ ელჩი, საჭიროა, გაინტერესებდეთ ბიზნესლიტერატურა, გიყვარდეთ წიგნების კითხვა, იყოთ ორგანიზებული, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი