ავტორი:

"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი

"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი რუსულ სპორტულ ტელეკომპანია "Матч ТВ"-ს ხელმძღვანელობს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მოლოდინებს არ ამართლებს. ეროვნული სპორტული არხი 2015 წელს პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაფუძნდა "გაზპრომ მედიას" ბაზაზე.

BBC-ის რუსულენოვან გამოცემასთან საუბრისას კანდელაკმა ისაუბრა, არის თუ არა სპორტულ არხზე დაწესებული ცენზურა და გაუცრუა თუ არა ვლადიმერ პუტინს იმედი.

- ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, თუმცა ჩანს, რომ მოსალოდნელი გარდატეხა არხზე არ მომხდარა. დაიხურა ბევრი გადაცემა - დილის პროგრამები ფიტნესზე, ცხოვრების ჯანსაღი წესი და კვება... დარჩა მხოლოდ ის გადაცემები, რომელსაც ყიდულობთ. არ გგონიათ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ვლადიმერ პუტინს იმედი გაუცრუეთ, რომელმაც თავად მოაწერა ხელი არხის შექმნის შესახებ ბრძანებას?

- დავიწყოთ თქვენი სიტყვებით, რომ „ბევრი გადაცემა დაიხურა, რადგან არ გაამართლა“. ასე არ მუშაობენ ტელევიზიაში. როდესაც ნულიდან იწყებ არხის კეთებას, ბევრნაირი ფორმატის მოსინჯვას ცდილობ.

პროექტების განსახორციელებლად საჭიროა სპონსორები, რომლებსაც მუდმივად ვეძებთ. თუ ვიპოვით სპონსორს გადაცემისთვის „Бой в большом городе“, სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ ფორმატს, ის არსად გამქრალა.

დილის გადაცემა ძალიან რთულია იყოს კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ ტელეკომპანიის კანონების მიხედვით ვმუშაობთ. ჩვენი კონკურენტია პირველი არხი და Россия-1“, რაც „მატჩ ტვ“-სთვის ძალიან რთულია. ამიტომ, ასეთი გადაცემები ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კითხვის ბოლო ნაწილს - გავუცრუეთ თუ არა იმედი ვლადიმერ პუტინს - გიპასუხებთ, რომ არხი ერთი მაყურებლისთვის არ შექმნილა, ის მთელი ქვეყნისაა. ქვეყნისთვის იმედი არ გაგვიცრუებია, შესაბამისად - არც ვლადიმერ პუტინისთვის“ - ამბობს ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი.

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა