ავტორი:

ცნობილი გახდა, ვინ მიაწოდა მედიას ჯეფ ბეზოსის სასიყვარულო მესიჯები

ცნობილი გახდა, ვინ მიაწოდა მედიას ჯეფ ბეზოსის სასიყვარულო მესიჯები

ადამიანი, რომელმაც გამოცემას National Enquirer ჯეფ ბეზოსის მიერ ლორენ სანჩეზისთვის გაგზავნილი შეტყობინებები მიაწოდა, მაიკლ სანჩეზია - ლორენის ძმა. გამოძიების შედეგების შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს.

ტაბლოიდის წყაროს კვალს მიაგნო გამომძიებლების გუნდმა, რომელსაც გევინ დე ბეკერი ხელმძღვანელობს. დე ბეკერი ბეზოსის უსაფრთხოებისთვის თითქმის 20 წელია, მუშაობს.

ლორენ სანჩეზი ძმასთან, მაიკლ სანჩეზთან ერთად

გასულ კვირას ბეზოსის ბლოგპოსტი გავრცელდა. „ამაზონის“ დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ National Enquirer მისი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და მოსთხოვა, გაევრცელებინა საჯარო განცხადება, სადაც უარყოფდა დე ბეკერის მოსაზრებას, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ბეზოსმა „გარიგებაზე“ უარი განაცხადა, ამის ნაცვლად კი გაასაჯაროვა მისი ადვოკატების მიმოწერა კომპანია American Media Inc-თან (AMI), რომელიც National Enquirer-ის დამფუძნებელია. კომპანიის მფლობელი კი დონალდ ტრამპის თანამებრძოლი და მეგობარია.

„ცხადია, არ მსურს ჩემი პირადი ფოტოები გამოაქვეყნონ, თუმცა არ მივიღებ მონაწილეობას მათი ცნობილი შანტაჟის მეთოდებში, პოლიტიკურ თავდასხმებსა და კორუფციაში,“ - აღნიშნა ბეზოსმა.

დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ჯეფ ბეზოსი და გამოცემა Washington Post (რომლის მფლობელი ბეზოსია). აშშ-ს პრეზიდენტს არ მოსწონს გამოცემის მიერ თეთრი სახლის კრიტიკა.

მაიკლ სანჩეზი ტრამპის მხარდამჭერია და ასევე, ნაცნობობა აკავშირებს მისი უახლოესი გარემოცვის წევრებთან - როჯერ სტოუნთან და კარტერ პეიჯთან. მაიკლი არის მისი დის, ლორენ სანჩეზის მენეჯერი.

ლორენ სანჩეზი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის რომანის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა, მაკენზიმ განქორწინების შესახებ განაცხადეს.

გამოცემამ National Enquirer გამოაქვეყნა მესიჯები, რომელიც ბეზოსმა საყვარელ ქალს გაუგზავნა.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?