ავტორი:

რას ფიქრობს ჩვილი თვეების მიხედვით, ცნობს თუ არა ადამიანებს და როგორ სწავლობს საუბარს?

რას ფიქრობს ჩვილი თვეების მიხედვით, ცნობს თუ არა ადამიანებს და როგორ სწავლობს საუბარს?

ჩვილი მშობლისთვის ნამდვილი გამოცანაა. ვიდრე საუბარს დაიწყებენ, მხოლოდ ტირილითა თუ მომღიმარი სახით გაარჩევთ, რა მოსწონს, ან რითია უკმაყოფილო. თუ ერთხელ მაინც დაგისვამთ მსგავსი ტიპის შეკითხვები: მცნობს? რაიმე ესიზმრება? ბედნიერია? რა სათამაშო მოსწონს? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საუბარი მარტივად?

ბავშვთან ენის მოჩლექვით საუბარი ყველაზე ბუნებრივი რამაა სამყაროში, მაგრამ ის, თუ როგორ ეკონტაქტებიან მშობლები ახალშობილებს, სერიოზულ გრძელვადიან კვალს ტოვებს ბავშვის ჩამოყალიბებაზე.

აიოვასა და ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის ხმებს თუ ინტერაქციით გამოეპასუხები, გაცილებით დაჩქარდება მათი ენობრივი განვითარება.

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც მშობლები გამართულად ესაუბრებიან, ენობრივ უნარებს მარტივად და მალევე იყალიბებენ. ის თუ რამდენად გამართულ კომუნიკაციას ამყარებ ახალშობილთან, ექვსი წლის ასაკში მის ინტელექტის კოეფიციენტზე საგრძნობლად აისახება.

საუბრის შესწავლა გონებრივ და ფიზიკურ უნარებს მოითხოვს, ბავშვის ტვინი ობიექტებს სიტყვებს უნდა უსადაგებდეს. ასაკი, როდესაც ბავშვი საუბარს იწყებს, ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, თუმცა ექვსი თვის უკვე ხმებს გამოსცემს და სახელზე რეაგირებას ახდენს. 11-დან 14 თვემდე ბავშვები ცდილობენ ნამდვილი სიტყვების წარმოთქმას. 16 თვისთვის გოგონებს 50 სიტყვიანი მარაგი გააჩნიათ, ბიჭებს კი 30.

დაიმახსოვრეთ, რომ ტირილი პირველ თვეებში ახალშობილისთვის ერთადერთი გზაა, რომ შეგატყობინოთ, რაღაც წესრიგში არაა. მათ შეიძლება შიოდეთ, პამპერსის გამოცვლა ჭირდებოდეთ ან უბრალოდ მოფერება უნდოდეთ. ეცადეთ სახის ემოციური გამომეტყველები ხშირად შეცვალოთ, მის ჩამოყალიბებაში ეს განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

თქვენი ბავშვი იქამდე ამყარებს კომუნიკაციას, სანამ საუბარს დაიწყებდეს, იყავით ყურადღებით და უპასუხეთ ბავშვის ვერბალურ თუ ფიზიკურ გამოხატულებას. რაც უფრო ხშირად იზამთ ამას, მით მეტად გაუჩნდება ახალშობილს უფრო რთული ინტერაქციის ფორმის შესწავლის სურვილი.

სათამაშოები ჩვილი ბავშვებისთვის

ილაპარაკეთ ბევრი! თქვენი ბავშვი გისმენთ, ამიტომ ესაუბრეთ გაუჩერებლად. რაც უფრო მეტი სიტყვა ესმის ბავშვს, მით უკეთესია.

მოუსმინეთ. როდესაც ახალშობილი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს, მთელი ყურადღება დაუთმეთ მას.

დიალოგი. როდესაც ბავშვი დაიწყებს ხმების და რითმების გამოცემას, ისე გაეცით პასუხი, თითქოს ზუსტად გაიგეთ, რა იკითხა. წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრულს ესაუბრებით.

წაუკითხეთ წიგნები. სანამ ბავშვი სიტყვების გარჩევას ისწავლის, წიგნის კითხვა რიტუალურ მოვლენად გაუჯდება გონებაში და ხანგრძლივად ჩაენერგება წიგნების სიყვარული.

უმღერეთ. ბავშვს მელოდიურად და მარტივად გააცნობთ ახალ სიტყვებს და წინადადებებს.

უჩვენეთ სათამაშოები, სხვადსხვა ნივთი და აუხსენით მათი მნიშვნელობა. ნახატებიანი წიგნის კითხვისას, მიუთითეთ კონკრეტულ ობიექტზე და აუხსენით რა ხატია.

დაუსვით კითხვები. ბავშვს ახალი სიტყვების წარმოთქმის სურვილი გაუჩნდება, თუ ხშირად დაუსვამთ ხოლმე კითხვებს.

არ გააკრიტიკოთ. თუ თქვენი ბავშვი რაიმეს არასწორად ამბობს, შეუსწორეთ ისე, რომ არ გააკრიტიკოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ. აუხსენით კონკრეტულად რა შეეშალა და თხოვეთ, გაიმეოროს სწორად.

როდესაც ჩვილი იცინის, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენი ხუმრობა გაიგო?

ბავშვთა ფსიქოლოგებს ამ თემაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩვილი იბადება უნარით, რაიმე იგრძნოს, მათ შორისაა ბედნიერება. ნაწილი კი ირწმუნება, რომ ჩვილს თქვენს ანეკდოტებსა და ხუმრობებზე კი არ ეცინება, უბრალოდ თავისთვის ერთობა, საკუთარ თავს ახალისებს.

"როდესაც პატარა იცინის, ეს კარგის ნიშანია - ჩვილი თავს კარგად გრძნობს. როგორც წესი, ჩვილი 4 თვის ასაკში გიღიმით. ეს უკვე სოციალიზაციის ნიშანია: როდესაც თქვენ და რამდენიმე ადამიანი იცინით, პატარა უმალ აითვისებს ხმებს და კისკისით გიპასუხებთ", - ამბობენ ფსიქოლოგები.

რატომ ეზრდება ჩვილს ფრჩხილი სწრაფად?

ფაქტია, რომ პატარა სწრაფად იზრდება. 5 თვის ასაკში, შესაძლოა, წონაში ორჯერ მოიმატოს. აღმოჩნდა, რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პატარას ფრჩხილებს.

"ორგანოების დანახვა არ შეგიძლიათ, ვერც იმას გაიგებთ როგორ შეიცვალა ჩვილის ტვინის ფორმა, მაგრამ ფრჩხილები ხომ თქვენს თვალწინაა? პატარა ფრჩხილები იმის დასტურია, რომ ბავშვი კარგად იზრდება", - ამბობს პედიატრი მარგარეტ ჰოსტეტერი.

ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს?

როგორც ფილადელფიაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი ჯოდი მინდელი ამბობს, თითქმის არავინაა დარწმუნებული, ნამდვილად ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს. მისი თქმით, მოზრდილები ყველაზე ხშირად სიზმრებს მაშინ ხედავენ, როდესაც ე.წ. REM (თვალების სწრაფად მოძრაობა) ძილით სძინავთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვილების 50%-ს REM ძილით სძინავთ, დიდი შანსია, რომ სიზმრებს ხედავდნენ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვილები "კოშმარებს" ვერ ხედავენ, რადგანაც ცხოვრების პირველ ეტაპზე ისინი შიშს ვერ გრძნობენ. მათი თქმით, "კოშმარები" პატარებს 2 ან 3 წლის ასაკიდან ესიზმრებათ.

ხედავს თუ არა პატარა დედასა და მამას შორის განსხვავებას?

როგორც დელავერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამბობენ, პატარებს უკვე 3 თვის ასაკში შეუძლიათ განასხვავონ ქალისა და კაცის სახეები. ჩვილს შეუძლია კეთილგანწყობა მხოლოდ ერთი სქესის მიმართ გამოხატოს, ძირითადად კეთილგანწყობილია იმ სქესის მიმართ, რომელიც მასზე ბევრს ზრუნავს - ეს ან დედაა, ან მამა.

აცნობიერებს თუ არა პატარა თავის სახელს?

როდესაც თქვენი პატარა 5 ან 6 თვეს მიაღწევს, საკუთარ სახელზე შესაბამისად გიპასუხებთ.

"მინდა ყველა დედამ კარგად გააცნობიეროს, რომ 2, ან 3 თვის ჩვილი მხოლოდ თქვენს სახეზე გამოხატულ ემოციასა და ხმაზე გპასუხობთ, ან რეაგირებს, მაგრამ სიტყვები არ ესმის. შემდეგ თვეში ბავშვი თქვენს ხმას ეჩვევა. მოგვიანებით კი საკუთარ სახელს განარჩევს, მაგრამ ვერ ხვდება, რას ნიშნავს", - ამბობს ექიმი ჰოსტეტერი.

მომზადებულია parents.com-ის მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი