ავტორი:

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბელიაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. სავარაუდოდ წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებულიბუნებრივი აირის ნამწვით 40-წლამდე ასაკის ქალმა და 12 წლის ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

ქალბატონი, წინასწარი ინფორმაციით, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს, გოგონა კი კონტაქტური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი