ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა

მიჩნეულია, რომ თუ ბავშვს ზამთრის კურორტებზე წავიყვანთ, ის მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნება გაციებისგან და გრიპის ამა თუ იმ ვირუსისგან, რადგანაც ამ დროს ფილტვები სუფთავდება, ბავშვი ჯანსაღ ჰაერს სუნთქავს, რაც იმუნურ სისტემაზეც კარგად მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც მშობლებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ და კურორტებზე პატარების წაყვანამდე უნდა გაითვალისწინონ.

მოკლედ, რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანამდე და როგორ მოვემზადოთ ამისთვის, ამაზე ინფორმაციას ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე მოგვაწვდის.

"მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ თოვლი წმენდს გარემოს მიკრობებისგან და ვირუსებისგან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიფქი მიწაზე დაცემამდე გაივლის დიდ მანძილს, მოძრაობის პერიოდში გარემოში არსებული ელემენტებით ჯერდება, მათ შორის, ერევა ჰაერში არსებულ მიკრობებს და ვირუსებსაც, მეორე მხრივ მიწაზე დაცემის შემდეგ მატულობს თოვლის გაჯერება სხვადასხვა ცხოველური ჭუჭყით. აღნიშნული გარემო კი გაცილებით სარისკო ხდება ბავშვებისთვის", - გვეუბნება ექიმი, რომელსაც მიაჩნია, რომ ცნობისმოყვარე, ჭკვიანი და ექსპერიმენტატორი ბავშვი (რაც ბავშვთა ასაკის 95 პროცენტს წარმოადგენს) აუცილებლად დაინტერესდება:

* რა გემო აქვს თოვლს

* როგორია ყინულის ლოლო, რომელიც ძალიან გავს კანფეტს

* მთელ დღეს გაატარებს თოვლში, ისრიალებს და იწვება თოვლის ფენაში, რომელიც ამ დროს ლღვება და დაბალი ტემპერატურის ფონზე ბავშვის დასველებას იწვევს

ამ ყველაფრის ფონზე ბავშვის გაციების, ანგინის, რინიტის მაღალი ალბათობაა. რის შემდეგაც იწყება გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, მოთენთილობა. დათვალიერებით ცხვირში დიდი რაოდენობით სეროზული გამონადენია, ყელში ლორწოვანი შეშუპებული და ჰიპერემიული.

ასეთ დროს მცდარია აზრი, რომ ცხვირი დამუშავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით, ვინაიდან ისედაც დიდი ოდენობის სერიოზულ გამონადენთან ერთად თუ კიდევ ფიზიოლოგიური ხსნარის ნაკადს გამოვიყენებთ, ამით გავზრდით რისკს - ევსტახის მილის ხარჯზე (ეს არის მილი, რომელიც ცხვირის ღრუს ყურთან აკავშირებს) - ანთებითი პროცესი ყურშიც განვითარდეს.

როგორია ექიმის რეკომენდაცია?

სიპტომების გამოვლენისთანავე სასურველია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, მანამდე კი რეკომენდირებულია ანტიჰისტამინის და ცხვირის წვეთების გამოყენება არაუმეტეს 3-4 დღისა. ხოლო თუ უკეთესობა არ იქნა, ამის შემდეგ, სასურველია, დანიშნულება პაციენტის მკურნალმა ექიმმა გასცეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი