ტელეკომპანია "თრიალეთის" მიმართ ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყო

ტელეკომპანია "თრიალეთის" მიმართ ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყო

მას შემდეგ, რაც ტელეკოპანია "თრიალეთმა" "მაესტროს" გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო, ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლა როგორც ჟურნალისტებზე, ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელებზე.

ახლახანს მორიგი ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად ტელეკომპანია "თრიალეთის" დაფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილს გორში საპატრულო პოლიცია აჩერებს და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ჯერ სიმთვარალის ტესტზე ამოწმებენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ნასვამობა არ დაუდასტურდა, უკვე ავტომობილის საბუთებით ინტერესდებიან, როგორც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ვინმე ალთუნაშვილმა და ასლანიშვილმა ნანეტაშვილს განუცხადეს, თითქოს მისი ავტომანქანა მონაცემთა ბაზაში არ იმყოფება და გადამოწმება მიმდინარეობს.

ნანეტაშვილს აღნიშნული ავტომანქანა უკვე წლებია რაც ჰყავს და დღემდე ამ მიმართულებით პრობლემები არ შექმნია.

დაახლოებით 45 წუთში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წერიგშია.

ამ პერიოდის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მხრიდან ნანეტაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლისა და დამცირების ფაქტებს. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ბრძანებას ასრულებდა, რომელიც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელისგან ვლადიმერ ჯუღელისგან მიიღეს.

ამასთანავე, სამართალდამცველებს განსაკუთრებული ყურადღება აქვს გამახვილებული "თრიალეთის" თანამშრომლებზე და სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან სპეც სამსახურების მანქანები, რაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე.

ტელეკოპანია "თრიალეთის" ეთერში "მაესტროს" გაშვების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტელეკომანია "თრიალეთან" გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან პირველი ზეწოლის შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს მოხდა, როდესაც ტელეკომანია "თრიალეთის" ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილსა და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმაინობაში ხელი შეუშალეს, კამერა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომანია "თრიალეთმა" გორის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, ამ დრომდე, არც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და არც გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ ქმედებებს, ტელეკომანია "თრიალეთი" "მაესტროს" ეთერში გაშვებას უკავშირებს.

მივმართავთ მხარდაჭერისთვის, ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სხადასხვა ქვეყნის საელჩოებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

განსაკუთრებული იმედი გვაქვს ამერიკის საელჩოს, უშუალოდ, ელჩის ბატონ ჯონ ბასის მხარდაჭერის, რომელმაც თანადგომა "თრიალეთის" ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზეც გამოგვიცხადა.

მოვითხოვთ მოგვეცეს საშუალება, რომ ობიქეტურად და სამართლიანად შევასრულოდ პროფესიული საქმიანობა. გვინდა რომ ჩვენი ტელევიზია ემსახურებოდეს თავისუფლალ სიტყვას, სიმართლეს, მაგრამ ვთვლით, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ვართ დაუცველი, რადგან გვებრძვის უზარმაზარი ძალა და არსებობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საშიშროვება.

ტელკომპანია "თრიალეთი"

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები