ქერჩის ქუჩის N1-ში ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ქერჩის ქუჩის N1-ში ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

როგორც ქერჩის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლები ამბობენ, დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე, როდესაც სამსახურში მივიდნენ, შემთხვევის ადგილზე უკვე სამართალდამცავები დახვდნენ.

მათივე ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვა მეეზოვემ, რომელიც ადგილს ასუფთავებდა. მეეზოვე დაკითხვაზეა გადაყვანილი.

სამართალდამცავები და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ქერჩის #1 ნომერში მუშაობას აგრძელებენ.

ცხედარს ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაიყვანენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია