ავტორი:

როდიდან გამოიდარებს და დათბება საქართველოში

როდიდან გამოიდარებს და დათბება საქართველოში

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა.

„დღეს, ხვალ და ზეგ შენარჩუნდება ქარი როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვა რაიონებში. ტემპერატურა დაბლობში დღისით 3 - 8 გრადუსის ფარგლებში, ხოლო ღამით 0- +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აგარა-გორის მონაკვეთზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ქარბუქი. 20 თებერვლიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი