ავტორი:

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ნენსკრა ჰიდროდან“ აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლები, პროექტების წარსადგენად, 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით განხორციელდება და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში დახმარება, მექანიზაციაზე წვდომა და პროფესიული გადამზადება.

„ინვესტორის მიზანია, უკეთესობისკენ შეცვალოს ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის ყოფა, შეუქმნას მას მეტი შესაძლებლობა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი სოციალური სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონის მდგრად და ჰარმონიულ განვითარებაზე. ახალი პროექტების შემუშავებისას ვითვალისწინებთ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე რეგიონის სპეციფიკასა და პოტენციალს“, - აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

ამჟამად, სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი