ავტორი:

გვარამია "საქართველოს ვარსკვლავს" ურეიტინგო ქაჯობას უწოდებს - რას პასუხობენ მას ყოფილი თანამშრომლები

გვარამია "საქართველოს ვარსკვლავს" ურეიტინგო ქაჯობას უწოდებს - რას პასუხობენ მას ყოფილი თანამშრომლები

მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის გზები გაიყო დემნა ჯაფარიძესთან და გიორგი ხაბურზანიასთან, ნიკა გვარამია ყოფილ თანაგუნდელებს ვერ ივიწყებს და პერიოდულად მათ შესახებ სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებს ავრცელებს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ყოფილ თანამშრომლებს ხან პროფესიონალიზმს უწუნებს, ხან რეიტინგს და ა.შ. დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია "რუსთავი 2"-ზე მეგაშოუების პროდუსერები იყვნენ. სწორედ მათ აქვთ ისეთი პროექტების განხორციელების უფლება, როგორებიც არის: "იქს ფაქტორი", "ნიჭიერი", "ექიმები" და ა.შ.

შესაბამისად, როცა "რ2"-ის და მათი გზები გაიყო, პროდუსერებმა დამოუკიდებელ კომპანია "ნოვა პროდაქშენთან" ერთად (რომელიც აღნიშნული პროექტების ლიცენზიებს ფლობს) პროექტებს განხორციელება სხვა არხებზე დაიწყეს.

შემოქმედებითი გუნდი ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტს "საქართველოს ვარსკვლავს" ახორციელებს. ამ პროექტის გამარჯვებული ევროვიზიაზე გაემგზავრება.

ნიკა გვარამიამ, გადაცემის მსვლელობისას, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ნოდარ მელაძეს სთხოვა იმ კომპანიებით დაინტერესება, რომლებიც პროექტში რეკლამას ათავსებს.

"“მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. "საქართველოს ვარსკვლავი" კი არა, "მხოლოდ ფანდური" უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს.

ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ Nodar Meladze გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%-იანი კატასტროფა.

ps ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯრებ, რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის", - დაწერა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტს სოციალურ ქსელში უპასუხა "ნოვა ფროდაქშენზის" მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის დირექტორმა სალომე ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის პოსტის კომენტარებში კი "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წამყვანი და "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი, მსახიობი რუსკა მაყაშვილი წერს:

წაიკითხეთ სრულად

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

ლეგენდარული მსახიობი, პირველი "ჯეიმს ბონდი", შონ კონერი გარდაიცვალა