ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე

ქართველი ბიჭი, რომელიც ევროპაში სკუტერით მოგზაურობს - რას წერს Boredpanda ჯაბაზე

ქართველ მამაკაცზე, რომელიც საკუთარი სკუტერითა და რამდენიმე ჩანთით ევროპაში მოგზაურობს, უცხოურო პორტალები წერენ. Bored Panda აღნიშნავს, რომ 28 წლის თბილისელ ჯაბა ჩარგაზიამ კარიერის განმავლობაში უამრავი სამსახური გამოიცვალა, საბოლოოდ კი რუტინა მობეზრდა და გადაწყვიტა, ცხოვრება შეეცვალა. საკუთარი დანაზოგით სკუტერი შეიძინა, სპონსორიც მოძებნა და ოცნება რეალობად აქცია.

ჯაბა მოგზაურობს Honda Navi-თ, რომლის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 81 კმ/სთ-ა. ის თბილისიდან ლისაბონში და შემდეგ უკან, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

ჩარგაზია 21 ქვეყნის 44 ქალაქს ესტუმრება, ის პირველი ქართველია, ვინც ევროპას სკუტერით შემოივლის. საბოლოო ჯამში, მას 16 000 კილომეტრის გავლა მოუწევს. მოგზაურობა 10 თებერვალს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყოველთვის ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდი, არასოდეს მქონია მოგზაურობის შანსი. წელიწადში ერთხელ შვებულების დროს კი ზუსტად ვიცოდი, ვერასოდეს შევძლებდი მენახა ყველა ქვეყანა, რომლის ნახვაც მინდოდა,“ - ამბობს ჯაბა, რომელიც ამჟამად საბერძნეთიდან ალბანეთისკენ მიემგზავრება.

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რა აღჭურვილობით გადიან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებზე

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტო-ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან