ავტორი:

5 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ ლანჩისთვის კაფე "პიატო"

5 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ ლანჩისთვის კაფე "პიატო"

როგორი სამსახურიც არ უნდა გქონდეთ, სრულფასოვანი შესვენების გარეშე ძალა და შემოქმედებითი ენერგია არ გეყოფათ. როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შრომას მხოლოდ კომპიუტერთან წახემსება არ ჰყოფნის, სრულფასოვანი ლანჩი აუცილებელია ნაყოფიერი შრომისთვის. როცა სამუშაოს ცოტა ხნით წყდები, ეს დრო მხოლოდ კვებისთვის კი არა, ერთგვარი განტვირთვისაც უნდა გამოიყენოთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადგილს შეარჩევთ ლანჩისთვის - ის ხელსაყრელი უნდა იყოს მისადგომად, უნდა გთავზობდნენ უგემრიელეს კერძებს და მრავალფეროვან მენიუს, გარემო და ინტერიერი სიმყუდროვის და დასვენების შეგრძნებას უნდა განიჭებდეს, რა თქმა უნდა, ფასებიც მისაღები უნდა იყოს და ლოდინშიც არ უნდა იხარჯებოდეს შესვენების ძვირფასი წუთები.

ბევრი გეგულებათ თბილისში ასეთი ადგილი? ალბათ არა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი კაფე გთავაზობთ ლანჩის დაგემოვნებას. ჩვენ გეტყვით, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ლანჩისთვის კაფე პიატო და არა სხვა.

1. პიატოს ყველა ფილიალი, რომლებიც ბიბლუსი გარეებში მდებარეობს, ქალაქის ცენტრშია. ამიტომ ძალიან მარტივია მანქანის პარკირება. მისადგომადაც მოხერხებული ადგილებია. სამსახურიდან სწრაფად შეგიძლიათ იქ აღმოჩნდეთ, მიირთვათ და უკან დაბრუნებაშიც დიდი დრო არ დაგეხარჯებათ.

2. თუ დროში ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ სამსახურიდან გასვლისას დარეკოთ სასურველ ფილიალში ჭავჭავაძეზე, ვაჟაზე ან კანდელაკზე და წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა, ასევე შეუკვეთოთ სასურველი კერძი. თქვენი კერძი ზუსტად იმ დროს დაგხვდებათ, როცა მოისურვებთ.

3. პიატოს ლანჩის დაგემოვნება არასამსახურებრივი დანიშნულებით, სახლიდან გაუსვლელად ან მეგობრების გვერდით ყოფნისასაც შეგიძლიათ. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ისარგებლებთ გლოვოს, ირისის ან menu.ge- ს სერვისით. სასურველ შეკვეთას უმოკლეს დროში მოგიტანენ.

4. ჩვენი ლანჩი ყველა ადამიანის ბიუჯეტზეა მორგებული. თუ ჩვენთან დაიწყებთ სისტემატიურ კვებას, ზუსტად გეცოდინებათ, რომ ჯანსაღად იკვებებით. პიატოში ლანჩი ისეა დაფასოებული, რომ საჭირო ჯანსაღ საკვებს და პროდუქტს შეიცავს. ესენია წვნიანები, სალათები და ბოსტნეულით გაჯერებული საკვები, ასევ ხორცით მომზადებული საკვები. თქვენს თითოეულ არჩევანს თან მოჰყვება უგემრიელესი კომპოტი სპეციალურად პიატროს მზარეულის რეცეპტით, რომელიც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოს.

5. მხოლოდ პიატოა ისეთი ადგილი, სადაც ლანჩზე, დღის ყველაზე გადატვირთულ და ქაოსურ მონაკვეთშიც კი შეძლებთ განტვირთვას. სად, თუ არა წიგნების გარემოცვაში და სიმყუდროვეში, შეძლებთ ფიქრს, ანალიზს, მიზნების დაგეგმვას და მათ სწორად განაწილებას როგორც საკუთარ თავთან, ასევე საქმიან პარტნიორთან ერთად. აქაური კერძები ნებისმიერ ადამიანს აამებს. აქ ყველა თანხმდება, რომ პიატო შეუდარებელია და ბადალი არ ჰყავს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის