ავტორი:

Volkswagen Georgia-ს შოურუმში სიახლეა

Volkswagen Georgia-ს შოურუმში სიახლეა

წარმოგიდგენთ სრულიად განახლებულ, მესამე თაობის ფლაგმან მოდელ - VW Touareg-ს, რომელიც ექსპრესიული დიზაინის, ინოვაციური ფუნქციების, მაღალი ტექნოლოგიების, კომფორტის, უსაფრთხოების სისტემების, გამოყენებული მასალის და შესრულების მაღალი ხარისხის გამო, უმაღლეს შეფასებას იმსახურებს SUV სეგმენტში. ეს არის ტექნიკურად ყველაზე მოწინავე ფოლკსვაგენის ავტომობილი თავის ეპოქაში, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი აღაფრთოვანოს ტექნოლოგიებისა და დიზაინის თაყვანისმცემლები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განახლებული Touareg -ის გამოშვებით, Volkswagen-ი როგორც ბრენდი გადავიდა ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე და საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ბრენდის დიზაინერებსა და ინჟინრებს.

ახალი Touareg მრავალი ასპექტით გამოირჩევა წინამორბედისაგან. პირველ რიგში, ეს არის დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი, რაც SUV-ის სეგმენტის ავტომობილებისათვის ასე მნიშვნელოვანია.

VW Touareg მის წინამორბედ მოდელებთან შედარებით ზომაში უფრო გაზრდილია, რაც პოზიტიურად აისახება როგორც მის პროპორციებში, ასევე ინტერიერში. გაზრდილმა პროპორციებმა გამოიწვია საბარგულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა 697-დან 819 ლიტრამდე (უკანა სავარძლების ჩათვლით). მიუხედავად ასეთი გაზრდილი ზომებისა, შერეული მასალის ალუმინისა (48%) და მაღალტექნოლოგიური ფოლადის (52%) გამოყენების გამო, ავტომობილის საერთო წონა 106 კგ-ით მსუბუქია წინამორბედზე. ეს ფაქტორები კი გავლენას ახდენს სვლის დინამიკასა და საწვავის ხარჯზე: ავტომობილი უფრო სწრაფი და ეკონომიურია.

შთამბეჭდავია ახალი Touareg-ის ინტერიერიც, რომელიც მომავლის ციფრული ინტერიერის გამოძახილია. პირველად ბრენდის ისტორიაში, Touareg წარმოდგენილია ინოვაციური მულტიფუნქციური ციფრული 12 ინჩიანი კოკპიტით და 15 ინჩიანი სენსორული მონიტორით, სადაც ჭკვიანი სანავიგაციო სისტემა Discovery Premium იდეალურად ფუნქციონირებს. ინტერიერში ასევე მნიშვნელოვანი სიახლეებია Head Up Display საქარე მინაზე და ხმის სისტემა, "Dinaydio Consequence"- 16 არხიანი ხმის გამაძლიერებელი 12+1 დინამიკით.

კომფორტისა და ტექნოლოგიური სისტემების შერწყმის საუკეთესო მაგალითია ღამე ხედვის სისტემა Night Vision და ჭკვიანი ფარების სისტემა IQ Light Led Matrix, რომელიც თერმული გამოსახულების საშუალებით ხედავს დაბრკოლებას სიბნელეში.

განახლებული Touareg-ის ნახვა უკვე შესაძლებელია Volkswagen-ის ავტო სალონში. ადგილზე წარმოდგენილი ავტომობილების გარდა, შესაძლებელია სასურველი კომპლექტაციისა და ღირებულების მოდელის შეკვეთა.

შეგახნებებთ, რომ Volkswagen Georgia საავტომობილო ჰოლდინგ იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიაა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის