ავტორი:

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

მის ფარგლებში აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწევა.

პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართონ კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით მომსახურებას გაუწევს.

კომპანიამ საგანგებოდ პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.

პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. კომპანიამ პროექტი 11 და 12 თებერვალს ჭუბერსა და ნაკრაში გამართულ საჯარო განხილვებზე წარადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი