ავტორი:

უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებს - სილქნეტმა საიტების ფილტრაციის სერვისი „ინტერნეტ მშობელი“ დანერგა

უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებს - სილქნეტმა საიტების ფილტრაციის სერვისი „ინტერნეტ მშობელი“ დანერგა

მშობლის კონტროლი ინტერნეტზე უფრო ეფექტური ხდება. კომპანია სილქნეტმა ბავშვებისა და მოზარდებისათვის ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების უზრუნველსაყოფად, თავის აბონენტებს სერვისი „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა. იგი მომხმარებელს საიტების ფილტრაციის შესაძლებლობა აძლევს: გაააქტიუროს უსაფრთხო ძიება და შეზღუდოს არასასურველ ვებ გვერდებზე წვდომა. ამ პროცესს თავად მშობელი მართავს.

ეს მომსახურება ძალიან მარტივად იმართება პორტალზე my.silknet.com, სადაც საგანგებოდ შექმნილ განყოფილებაში, სილქნეტის მომხმარებელი, კატეგორიების მიხედვით ბლოკავს არასასურველ კონტენტს, ქმნის თეთრ და შავ სიას და ხელმისაწვდომს ტოვებს იმ კატეგორიას, რომელიც ბავშვის, მოზარდის ინტერესზეა მორგებული.

30 აპრილის ჩათვლით, ოპტიკური ქსელის (GPON) აბონენტებს შეეძლებათ სერვისის „ინტერნეტ მშობელი“ გააქტიურება და 2 თვე სააბონენტო გადასახადის გარეშე სარგებლობა. აქციის ამოწურვისას, სერვისის ყოველთვიური ღირებულება 3 ლარი გახდება.

„ინტერნეტ მშობლის“ გააქტიურებისთანავე, სერვისის კონფიგურაცია ერთნაირად გავრცელდება ბინაში არსებულ ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელიც სილქნეტის როუტერთან (მოდემი, WiFi) არის დაკავშირებული.

პორტალზე my.silknet.com აბონენტს შეეძლება სასურველი ფილტრების მიხედვით, მაქსიმუმ 1 თვის სტატისტიკის ნახვა. სურვილის შემთხვევაში, ყოველკვირეულ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მეილზეც.

სერვისის მიწოდებას სილქნეტი IT გადაწყვეტილებების საერთაშორისო კომპანია SafeDNS-თან ერთად ახორციელებს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის