ავტორი:

როდის უნდა გავიკეთოთ გლანდების ოპერაცია და როგორ მოვაგვაროთ ცხვირის ძვლის პრობლემები - ოტო-რინო-ლარინგოლოგის რჩევები

როდის უნდა გავიკეთოთ გლანდების ოპერაცია და როგორ მოვაგვაროთ ცხვირის ძვლის პრობლემები - ოტო-რინო-ლარინგოლოგის რჩევები

ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემები ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებულია. გახშირებულ ვირუსებს ემატება დაბინძურებული გარემო, რაც მჭიდრო კავშირშია ყელ-ყურ-ცხვირთან და ამ ორგანოებთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების პროვოცირებასა და გამწვავებას იწვევს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ბერდია ბერიძე და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის წამყვანი ქირურგი საულიუს ვაიტკუსი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების შესახებ გვესაუბრებიან.

რა პროცესია ტონზილექტომია და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გლანდები საოპერაციოა?

საულიუს ვაიტკუსი: ტონზილექტომია ნუშურა ჯირკვლების ანუ გლანდების ამოკვეთის ოპერაციაა. ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქირურგიული ჩარევა.

გლანდების გართულების პირველი გამოვლინება ძილის დროს სუნთქვის პრობლემებია. თუ ადამიანს და მათ შორის, ბავშვსაც, ცუდად სძინავს, ღამით შფოთავს და საწოლში ბევრს მოძრაობს, უნდა ვიფიქროთ, რომ მას გლანდების პრობლემები აქვს. გართულების შემდეგი გამოვლინებაა სწავლაში ჩამორჩენა, რომელიც გამოწვეულია ჰიპოქსიით. მეორე მხრივ, საოპერაციო გლანდებზე მიანიშნებს ხშირი ანგინა. როდესაც ადამიანს ხშირად უწითლდება ყელი, ანგინა მაღალი სიცხით წელიწადში 3-ზე მეტად ემართება და ანტიბიოტიკით მკურნალობს სჭირდება, აუცილებელია გლანდების ამოკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე იწყება სახის დეფორმაცია, მუდმივი პირით სუნთქვა ცვლის სახის ძვლების მოყვანილობას და იცვლება სახის ფორმა და სიმაღლეც. გლანდების ამოჭრის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს და რა არის მათი უპირატესობა?

ბერდია ბერიძე: ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია ტონზილექტომიის ლაზერით გაკეთება. თუმცა ამ ყველაფერში მთავარია ხარისხიანი აპარატურა და კვალიფიციური ექიმი. ექიმს აპარატურის სწორად გამოყენება უნდა შეეძლოს. ზოგადად, ყველა ახალი მეთოდი იმისთვის იქმნება, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში, რომელიც ძალიან რთული და საყურადღებოა, გართულებები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში ნაკლებია ტკივილი, სისხლდენის ალბათობა, ქსოვილის აღდგენა და რეგენერაცია, გამოჯანმრთელება კი უფრო სწრაფად და მსუბუქად მიმდინარეობს.

ჩვენ ძირითადად ლაზერით ვმუშაობთ. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიული ჩარევებისთვის ცაისის, მედტრონიკის და შტორცის უახლესი აპარატურა გამოიყენება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგები მკვეთრად ამარტივებს ქირურგიულ პროცესებს, მათ შორის ადენოიდების და ტონზილების ამოკვეთას. ზოგადად, ამ ოპერაციის მთავარი გართულება არის ხოლმე სისხლდენა. ლაზერის შემთხვევაში კი თუ პაციენტი ყველა ინსტრუქციას ასრულებს, სისხლდენის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ოპერაციის ხანგრძლივობაც უფრო ცოტაა. გლანდების ამოკვეთას სულ 10 წუთი სჭირდება.

როგორც ამბობენ, რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავად ტონზილექტომიის პროცედურა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ რეაბილიტაციის პროცესი მარტივად გადავიტანოთ?

საულიუს ვაიტკუსი: რეაბილიტაციის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში სამი კვირაა. ლაზერით გაკეთებული ოპერაციისას ამ პერიოდის შემოკლება არ ხდება, თუმცა ის უფრო მარტივად და მსუბუქად მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დროს პაციენტს ყველაფერს ვაძლევთ დაბლენდერებულ, დასალევი კონსისტენციის და ოთახის ტემპერატურის საკვებს. სხვა ყველაფერი კი ინდივიდუალურია.

ზოგადად, რაც უფრო გვიან კეთდება ოპერაცია, მით უფრო რთულია რეაბილიტაციის პროცესი.

რა არის სეპტოპლასტიკა და რა შემთხვევაში კეთდება ის?

საულიუს ვაიტკუსი: ოტო-რინო-ლარინგოლოგისთვის ყველაზე გავრცელებული ტრავმა ცხვირის ძვლის მოტეხილობაა, რამდენადაც ცხვირი ადვილად ზიანდება და მისი ძვლები მარტივად იმტვრევა. რთულ ტრავმებს ყველაზე ხშირად ქირურგიული ოპერაციით ვმკურნალობთ. ცხვირის მოტეხილობის შემთხვევაში, როგორც წესი, ვაკეთებთ სეპტოპლასტიკას ცხვირის ძვლის რეპოზიციონირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის სწრაფად გაკეთება, რადგან ტრავმამ შესაძლოა, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და ცხვირის დეფორმირებაც კი. ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში პაციენტს დასჭირდება ესთეტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია - რინოპლასტიკა, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. სეპტოპლასტიკისა და ცხვირის ძვლის რეპოზიციონირების შემდგომ, რომელიც შესაძლოა ტრავმის მიღებიდან 5-10 დღეშიც ჩატარდეს, კარგი ესთეტიკური შედეგის ალბათობა 12-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოპერაციის დაგვიანებით ჩატარებისას. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ სახის ტრავმების მკურნლობა უნდა მოხდეს იმ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში, სადაც შესაძლებელია იმუშაოს გუნდმა - ნეიროქირურგის, ოფთალმოლოგის, ყბა-სახის ქირურგის და ოტორინო - ლარინგოლოგის მონაწილეობით - ასეთი გუნდი მუშაობს სწორედ „ნიუ ჰოსპიტალსში“.

ხმის ჩახლეჩა იმ პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებს. რეალურად რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ ხმის ჩახლეჩის დროს?

ბერდია ბერიძე: ხმის ცვლილება ან ჩახლეჩა შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაავადების მანიშნებელი იყოს. თუ ხმის ცვლილება 2 კვირაზე მეტხანს გასტანს, აუცილებელია ოტო-რინო-ლარინგოლოგთან დროული კონსულტაცია. ჩვენთან ამ პრობლემით მოსულ პაციენტებს დრეკადი ფიბროლარინგოსკოპიის საშუალებით (მცირე ზომის კამერით) ვუთვალიერებთ ხორხსა და სახმო იოგებს. ხშირია შემთხვევები, როცა სახმო იოგზე წარმონაქმნი ფიქსირდება და სწორედ ეს არის ხოლმე ხმის ჩახლეჩის მიზეზი. მის მოსაცილებლად უნდა ჩატარდეს ხორხის მიკროქირურგიული პროცედურა - დიოდის ლაზერით წარმონაქმნის მოკვეთა.

ეს არის საკმაოდ ხანმოკლე, 15 წუთიანი ოპერაცია. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად. პაციენტს არ აწუხებს პოსტოპერაციული ტკივილი ან სისხლდენა.

როგორ უნდა მოგმართონ პაციენტებმა?

ბერდია ბერიძე: პაციენტებს შეუძლიათ მოგვმართონ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, მისამართზე - კრწანისის ქუჩა #12. თუმცა, სასურველია კონსულტაციაზე ჩაეწერონ წინასწარ, ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე 2 190 190.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა