ავტორი:

Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა ღონისძიების - Fuckup Nights ფარგლებში გაიმართება

Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა ღონისძიების - Fuckup Nights ფარგლებში გაიმართება

28 თებერვალს, 20:00 საათზე „ფაბრიკაში“ (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) ღონისძიების _ Fuckup Nights ფარგლებში Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა გაიმართება.

წიგნი Tbilisi Startup Bureau-სა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ბიზნესლიტერატურის პროექტის _ „ლურჯი ოკეანის“ თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა.

ეს არის წიგნი მარცხის ისტორიებზე. აქ შეხვდებით 12 საუკეთესო ამბავს, რომლებიც Fuckup Nights-ზე გაჟღერებულა; ასევე, წარუმატებლობის 24-პუნქტიან ცნობილ მანიფესტს და კვლევის შედეგებს, ბიზნესსფეროში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ. Fuckup Book Fuckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ეს მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეს, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

Fuckup Nights არის მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის _ ყველასთვის, ვისაც სურს, ისწავლოს სხვის შეცდომებზე და გაატაროს დრო კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად.

Fuckup Night-ზე სპიკერები იქნებიან ადამიანები, რომელთაც განიცადეს მარცხი არ დანებდნენ შეცდომებზე ისწავლეს და მოძრაობა გააგრძელეს.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/232071587740862/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი