ავტორი:

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დღეს დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ინტერპრესნიუსს" გადმოსვენების პროცედურის დაწყება დაუდასტურა. "ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან", - განაცხადეს უწყებაში.

შიდა ქართლის ქუბერნატორის ინფორმაციით, ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი გორელი ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხდება.

"მომხდარზე ინფორმაციის მიღების დღიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გადმოსვენება დღეს იწყება და კვირის ბოლომდე ცხედარი საქართველოში იქნება. ლიბიის პროკურატურამ ცხედრის გადმოცემაზე თანხმობა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების შესაბამისი აქტით დადასტურება, რომელიც უკვე გამოიცა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვნეს.

გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი