ავტორი:

Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს

Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს

25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როდესაც საბჭოთა კავშირის არმია შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა საქართველოს ტერიტორიები, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ზოლთან გაიმართა აქცია, რომელსაც შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და Menu.ge-ს წარმომადგენლები. კომპანია Menu.ge გაემგზავრა საოკუპაციო ზოლთან აქტივისტებთან ერთად, რათა მხარში დადგომოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე დგანან ატოცში.

მიწოდების სერვისის ლიდერი კომპანიის დირექტორის თამარ არევაძის თქმით, საჭიროა საზოგადოება და ბიზნესსექტორი გაერთიანდეს, შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგეს და თავისი წვლილი შეიტანოს ანტისაოკუპაციო კამპანიაში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საოკუპაციო ზოლთან კომპანიის წარმომადგენლის გაგზავნა და მოხალისეების საკვებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა. ისინი ესტუმრნენ აქტივისტების ჯგუფს „ძალა ერთობაშია“, რომელიც შეიქმნა დავით ქაცარავას ინიციატივით და დღემდე აგრძელებს საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას, რათა არ დაუშვას რუსეთის მცოცავი ოკუპაცია.

„98 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ისევ გრძელდება მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების მითვისება. როგორც ჩემთვის, ასევე Menu.ge-ის ყოველი თანამშრომლისთვის, არსებული მდგომარეობა მიუღებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და გვერდით დავდგომოდით მამულიშვილებს, რომლებიც დღედაღამ იცავენ და აკონტროლებენ საქართველოს საზღვარს, რათა არ გაძლიერდეს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში სიტყვები: ოკუპაცია და ლტოლვილი აღარ იქნება აქტუალური, რადგან საქართველო შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“ - აღნიშნავს თამარ არევაძე.

დავით ქაცარავას თქმით, ატოცი ჯერჯერობით ერთადერთი მაგალითია იმისა, რომ სამოქალაქო შეუიარაღებელ პროტესტს მტრის სამხედრო მანქანის შეჩერება შეუძლია.

„ამ ეტაპზე ატოცში ერთმნიშვნელოვნად სტაბილური სიტუაციაა. ატოცის მიმდებარე ტყეში, რომელიც, ფაქტობრივად წართმეული იყო, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან და ტერიტორიას აკონტროლებენ. ადგილობრივი მოსახლეობაც იწყებს იქ საქმიანობას. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამოქალაქო აქტივიზმს აქვს აზრი და ჩვენ ეფექტურები ვართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ერთად არიან ბიზნესის წარმომადგენლებიც. მაგალითად, 25 თებერვალს ჩვენთან ერთად Menu.ge-ს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ ატოცს,“ - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ Menu.ge შეიქმნა 2014 წელს თბილისში კომპანია Menu Group UK LTD-ს თაოსნობით და არის ლიდერი მიწოდების სერვისის კომპანია, რომელიც აერთიანებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და რუსთავის 500-ზე მეტ რესტორანს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის