ავტორი:

როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

„ჩემი ოცნების ტოიოტას ავტომობილი მომავლის ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ქალაქში დაჰქრის, სადაც ყველა ბედნიერია. შევეცადე, ჩემი წარმოსახვით ტოიოტას ახალი მოდელი დამეხატა. ეს ავტომობილი საწვავად არ იყენებს ბენზინს, ის მზის ენერგიასა და წყალზე მუშაობს, არც გარემოს აზიანებს და არც ადამიანის ჯანმრთელობას“, - ამბობს 14 წლის ნინო იზაშვილი, რომელიც საქართველოში, ეროვნულ დონეზე ჩატარებული კონკურსის - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ხატვის გლობალურ კონკურსს - Toyota Dream Car Art - „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ბავშვებისთვის ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით მართავს. კონკურსის საქართველოში ჩატარებას, „ტოიოტა კავკასიის“ ხელმძღვანელობით, პირველმა ოფიციალურმა დილერმა, „ტოიოტა ცენტრი თბილისმაც“ გაუწია ორგანიზება.

კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხრავე გამარჯვებულს სერთიფიკატები და სხვადასხვა ლიმიტის მქონე სასაჩუქრე ვაუჩერები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა გადასცა. მისი თქმით, ცხრავე ნამუშევარი იაპონიაში, „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ გაეგზავნება, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიზნით.

„ტოიოტა კორპორაცია“, ამ გრანდიოზული ხატვის კონკურსით, სხვადასხვა ქვეყნის ათიათასობით ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს. ჩვენ გამარჯვებულ ნამუშევრებს ტოკიოში გავგზავნით, სადაც კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დიდი სურვილი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც შარშან მიიწვიეს პატარა გეგა სოფრომაძე, მისი ნამუშევარი 30 საუკეთესოს შორის მოხვდა“, - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

საქართველოში ჩატარებული კონკურსის ფინალისტები ჟიურიმ მომდევნო ეტაპზე გადასულ იმ 45 მონაწილე ბავშვს შორის შეარჩია, რომელთა ნამუშევრები, კონკურში შემოტანილ ნახატებს შორის საუკეთესოდ აღიარა. „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ 45-ვე კონკურსანტი წამახალისებელი პრიზებით დააჯილდოვა.

საქართველო ტოიოტას გლობალურ კონკურსში 2014 წლიდანაა ჩართული. Toyota Dream Car Art-ში მონაწილეობის მიღება 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია. ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წელსაც იაპონიაში, ტოკიოში გაიმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოვლენილ ფინალისტებს მიიწვევენ.

Toyota Dream Car Art-ის გლობალური კონკურსისთვის „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ შექმნილი აქვს სპეციალური ვებგვერდი https://www.toyota-dreamcarart.com/vote/ რომელიც ხმის მიცემის საშუალებას ონლაინ რეჟიმში იძლევა. ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შეუძლია ხმა მისცეს თავის რჩეულ ნამუშევარს. ხმის მიცემის გლობალური პროცესი მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყება.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი