ავტორი:

დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს

დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს

AMBEBI.GE-ს მკითხველს ვთავაზობთ გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, ცაითჰაინიდან ქართველი მეომრების ახალ გვარ-სახელებს, რომელსაც ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი გვაწვდის და რომელმაც ამ საკითხზე მუშაობა ბაბუის საფლავის პოვნის მიზნით დაიწყო.

"ჯერჯერობით ბაბუის კვალს ვერ მივაგენი, მაგრამ სამაგიეროდ ასობით ადამიანს წინაპრის საფლავი ვაპოვნინე, ან მათზე ინფორმაცია მივაწოდე და ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რაც მუშაობის გაგრძელების სტიმულს მაძლევს" - ამბობს მეგი ჩვენთან საუბარში.

არსებული მონაცემებით, ცაითჰაინის სასაფლაოზე 30 000 საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული, მათ შორის კი - 185 ქართველია. ქართველი ემიგრანტის თქმით, სასაფლაოდან გადმოსვენების შესაძლებლობა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რადგან ისინი თავის დროზე საერთო საფლავში იყვნენ დამარხული.

თუმცა, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის ოჯახის წევრი გვიკავშირდება და მისი წინაპრის საფლავის შესახებ ინფორმაციას იგებს, ეს არანაკლები ნუგეშია, რადგან მათივე თქმით, წლების განმავლობაში მათი მშობლები და ბებია-ბაბუა, ამაოდ ელოდა დაკარგულების შესახებ თუნდაც მცირედ ცნობებს... ბევრ მათგანს უკანასკნელი თხოვნის თანახმად, შვილის ან ძმის ნაქონი ნივთი, წერილი და ფოტო საფლავში ჩააყოლეს...

დაკრძალვა ცაითჰაინის სასაფლაოზე

მაშ ასე, გთავაზობთ ახალ გვარ-სახელებს ცაითჰაინის სასაფლაოდან:

ისააკ აბრაგიანი გრიგორის ძე - დაბადებული 1915 წელს, ახალქალაქის რაიონი, სოფელ აბულში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 8 მაისს ყირიმში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 158545. წოდება - რიგითი. გარდაიცვალა 1944 წლის 21 მაისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია

ბაჩო კოჩაიძე - დაბადებული 1916 წელს თელავის რაიონის სოფელ ჩარტაკში (?!). გარდაიცვალა, 1943 წლის 25 ივნისს.

ალექსანდრე ბაგრატის ძე არუთინოვი - დაბადებული 195 წელს მცხეთის რაიონში. მეუღლე ოლგა არუთინოვა. გარდაიცვალა 1942 წლის 23 სექტემბერს.

მიდი ჯაფარას ძე ისმაილოვი - დაბადებული 1919 წელს ადიგენში. გარდაიცვალა 1944 წლის 7 ივლისს.

ირაკლი ეფრემის ძე წოწორია - დაბადებული 1914 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სენატში (?!) მეუღლე - ნინა წოწორია. ბანაკის ნომერი: 41702 წოდება: რიგითი. 1944 წლის 17 აპრილს ლაზარეთში შეიყვანეს ჰარტაუს ბანაკიდან, სადაც ტუბერკულოზი დაუდგინდა და ძალიან მალე, იმავე წლის 19 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ალექსანდრე კაბაკიძე (ან ტაბაკიძე) - დაბადებული 1918 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში. გარდაიცვალა 1941 წლის 2 დეკემბერს.

გრიგორი გაბუნია - დაბადებული 1924 წლის 6 იანვარს, სოფელ ამაღლებაში (პირად მონაცემებში არ არის მითითებული კონკრეტული მუნიციპალიტეტი, ამ დასახელების სოფელი კი ფიქსირდება ვანსა და ჩოხატაურში). გარდაიცვალა 1944 წლის 20 აგვისტოს.

ალექსანდრე პავლეს ძე ოსმოლოვსკი - დაბადებული 1914 წლის 14 თებერვალს. მისამართად მითითებულია სსრ საქართველო, სუმსკოე (Грузинская ССР, Сумское). მეუღლე ოლღა ან ოლგა მიხეილის ასული. გარდაიცვალა 1943 წლის 13 აპრილს.

პავლე შიტიკი - დაბადებული 1914 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დედა - ტატიანა. გარდაიცვალა 1944 წლის 18 ივნისს.

ამირხან რიდვალოვი ან რუდვალოვი - დაბადებული 1911 წელს ახალციხის რაიონის სოფელ ახაშაში (?!). გარდაიცვალა 1942 წლის 11 სექტმებერს.

დავით კუპრეიშვილი - დაბადებული 1919 წელს აბაშის რაიონის სოფელ ცხემში. გარდაიცვალა 1943 წლის 4 სექტემბერს.

ანტონ ვასილის ძე კუჩეევი - დაბადებული 1912 წელს ახალგორის (ლენინგორის) რაიონში. გარდაიცვალა 1943 წლის 7 მაისს.

გერასიმე კოგლიანი (?!) - დაბადებული 1911 წელს თბილისში. მეუღლე სულიკო კოგლიანი. გარდაიცვალა 1943 წლის 31 მაისს.

ამირხან რიდვანის ძე რიდვანოვი - დაბადებული 1911 წელს ახალციხის რაიონის სოფელ საძილეში. მეუღლე ჰემიდია რიდვანოვა, დედის გვარი კაბანოვა. მუშაობდა რკინიგზაში. გარდაიცვალა 1942 წლის 11 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია

გიორგი იოსების ძე ერშოვი - დაბადებული 1923 წელს, სტალინირში, ახლანდელი ცხინვალი. წოდება: უმცროსი ლეიტენანტი. გარდაიცვალა 1944 წლის 10 აპრილს.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან სამუშაო რეჟიმს უბრუნდება - რა მომსახურების მიღებას შეძლებენ მოქალაქეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 677-მდე გაიზარდა