ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. "112-ის სამსახურმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანა 2 პაციენტი.
"ქალბატონი დიაგნოზით პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
შუახნის მამაკაცი კი შემოყვანილია გულმკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ხერხემლის დახურული ტრავმით, წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა", - აცხადებენ ჰოსპიტალში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.