ავტორი:

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ მეთხილე ფერმერებთან მასობრივი შეხვედრები დღეს მარტვილის რაიონში - სოფელი დიდი ჭყონიდან დაიწყო. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. თითოეულ ფერმერს ასოციაციამ თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. დღევანდელ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული - ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მასშტაბურ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და UშAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია მეთხილე ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს შესაწმლ აპარატს დროებით სარგებლობის პერიოდში, ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში. ყველა პროცედურისა და ეტაპის გავლის შემდეგ, ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.

დღეს პირველ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტში ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობები. ჯამურად სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონში 200-მდე შეხვედრა იგეგმება და უნდა აღინიშნოს, რომ მსურველ ფერმერთა რაოდენობა შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, განაცხადების შევსება დღეიდან დაიწყო.

(R)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი