ავტორი:

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს - სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია

ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო ცალკეულ სოფლებში გადაადგილება პარალიზებულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კურორტ "გოდერძის" მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი მოძრაობა.

ღორჯომის, დიოკნისისა და რიყეთის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან თოვლის საფარმა სადენები დააზიანა. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დენის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაობი თხილვანას, ხიხაძირის, ზამლეთის, დიდაჭარასა და საციხურას სოფლების მიმართულებით მიმდინარეობს.

უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია შუახევის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს - ბარათაულს, შუბანსა და წყალსაყარს არ მიეწოდება. თოვლის გამო, მეწყრული პროცესები ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

ფოტოები ბელიაშვილის ქუჩიდან, სადაც ხანძარს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის

ბელიაშვილზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა

მკვლელობა დმანისში - ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება