ავტორი:

ყვავილები თითქმის ზუმერულ ფასად

ყვავილები თითქმის ზუმერულ ფასად

სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ზუმერმა გადაწყვიტა სივრცეები, რომელსაც ამ დღეს ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს, არასტანდარტულ სარეკლამო სივრცედ ექცია. ასეთი სივრცეები კი ყვავილებით მოვაჭრეთა ჯიხურები და მაღაზიებია. გამომდინარე იქიდან, რომ „ზუმერული ფასები“ ასოცირდება „კარგ შეთავაზებასთან“, ამგვარი შეთავაზების მქონე მოვაჭრეთა დახლები სპეციალური ბანერებით გაფორმდა, სადაც მათი „კარგი ფასი“ „თითქმის ზუმერული ფასით“ იყო ჩანაცვლებული. მცირე ბანერები იმავე შინაარსის მქონე შეთავაზებით დაურიგდა იმ გარემოვაჭრეებსაც, ვინც მხოლოდ მარტის დღესასწაულებზე გამოდის ყვავილების გასაყიდად, ხოლო ზოგიერთი მოვაჭრისათვის სპეციალური ინდივიდუალური ბანერები დამზადდა, სადაც თავად ეს მოვაჭრეები იყვნენ გამოსახული. ყვავილების მაღაზიების ნაწილთა (Amelie flowers shop, ჰორტენსია, ანემონე, sisters flower shop) ფეისბუქ-გვერდებზე ფასდაკლებებზე არსებული ტექსტი კი ასევე ჩანაცვლდა ზუმერული ფასებით.

ამ გზით, ერთი მხრივ, ზუმერმა აითვისა ის ადგილები, რომელსაც სამ მარტს ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს და სტანდარტული ბილბორდების ნაცვლად უფრო რელევანტური სივრცე გამოიყენა და მეორე მხრივ, ფერადი ბანერებით ხელი შეუწყო მცირე მეწარმეებს იმაში, რომ გამორჩეული დახლები ჰქონოდათ და საკუთარ პროდუქტზე მეტი ადამიანის ყურადღება მიექციათ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის