ავტორი:

კომპანია „გლოვო“ „ვენდისთან“ თანამშრომლობას იწყებს

კომპანია „გლოვო“ „ვენდისთან“ თანამშრომლობას იწყებს

კომპანია GLOVO თანამშრომლობას იწყებს საერთაშორისო სწრაფი კვების უმსხვილეს კომპანია WENDY’S-თან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 6500-ზე მეტ ფილიალს ფლობს, საქართველოს ბაზარზე კი 2013 წლიდან არსებობს.

GLOVO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. დღეს უკვე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მიტანის სერვისს მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 72 ქალაქში ახორციელებს, ქართულ ბაზარზე 2018 წლის ოქტომბერში შემოვიდა. ამჟამად კი მომხმარებლებს მისი აპლიკაციით სარგებლობა 4 ქალაქში შეუძლიათ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

„Glovo-ს გუნდი მოხარულია, რომ „ვენდისი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილესი ბრენდია თავის სფეროში, ჩვენი პარტნიორი გახდა. ეს იმის დასტურია, რომ Glovo სწორი ნაბიჯებით აგრძელებს ოპერირებას საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს 3 კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით: სისწრაფე, ხარისხი და სანდოობა. 4 მარტიდან Glovo-ს აპლიკაციაზე ჩართული იქნება „ვენდის“ 6 რესტორანი თბილისში, 1 ქუთაისში და 1 ბათუმშიც“, – ამბობს Glovo-ს საქართველოს გენერალური მენეჯერი გიგა ქერქაძე.

ვენდის პროდუქტების შეკვეთა მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც აპლიკაციით, ისე ვებსაიტის მეშვეობით. ვენდის მენიუ შეგიძლიათ იხილოთ Fast Food კატეგორიაში, სადაც შესაძლებელია თქვენთვის სასურველი პროდუქტის: ბურგერების, კომბო მენიუებისა და სასმელების არჩევა. შემდგომ კი მარტივად შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ თქვენს შეკვეთას. თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საკრედიტო ბარათით.

ამჟამად, Glovo-ს სერვისით სარგებლობა შესაძლებელია დილის 10:00 საათიდან ღამის 3 საათამდე. თუმცა უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს 24-საათიან რეჟიმზე გადასვლას, ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე.

„ვენდის“ უგემრიელეს მენიუს GLOVO, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც მოგართმევთ. რესტორნების კატეგორიიდან „ვენდის“ პიცის შეკვეთაც შესაძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში GLOVO მალე DUNKIN DONUTS-თან კოლაბორაციასაც აპირებს, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება და მრავალფეროვანი გახდება მომხმარებელთა არჩევანი.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის